ჰიუ ლორი, რომელიც ექიმი ჰაუსის როლს ასრულებს ამავე სახელწოდების სერიალში, ამერიკული სერიალების ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად აღიარეს. ”ექიმი ჰაუსის” მხოლოდ ერთ ეპიზოდში იგი 400 ათას დოლარს იღებს, - იუწყება ”რია ნოვოსტი”.
მას მარიშკა ჰარგიტეი და კრისტოფერ მელონი მოსდევენ, რომლებიც სერიალში ”კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსი” მონაწილეობენ (ერთ ეპიზოდში - 395 ათასი დოლარი).
მესამე ადგილზეა დევიდ კარუზო სერიალიდან - "C.S.I. მაიამი" (375 ათასი დოლარი).
ლორიმ ლიდერობის ესტაფეტა კიფერ საზერლენს ჩამოართვა, რომელიც სერიალ ”24”-ის ერთ ეპიზოდში 420 ათას დალარს იღებდა.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.