ჯონ ლენონის წერილი ადრესატამდე 34 წლის შემდეგ მივიდა

ჯონ ლენონის წერილი ადრესატამდე 34 წლის შემდეგ მივიდა

წერილმა, რომელიც ჯონ ლენონმა თავის კოლეგას, ფოლკ-მუსიკოს სტივ ტილსტონს 1971 წელს გაუგზავნა, დღის სინათლე მხოლოდ 2010 წლის აგვისტოში იხილა.

თავად ტილსტონმა წერილის შინაარსი 5 წლის წინ შეიტყო. საქმე ისაა, რომ 1971 წელს მუსიკოსმა ჟურნალ ”ზიგზაგს” ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ გამდიდრება არ სურდა. მუსიკოსი მიიჩნევდა, რომ სიმდიდრე მას კარგი მუსიკის წერაში ხელს შეუშლიდა. კოლეგის გამონათქვამი ლენონს შეუმჩნეველი არ დარჩენია და ამასთან დაკავშირებით ტილსტონს წერილიც მისწერა, მაგრამ მან ადრესატამდე ვერ მიაღწია.

მოგვიანებით წერილი ჩრდილოამერიკელმა კოლექციონერმა შეიძინა. 5 წლის წინ ის დაუკავშირდა ტილსტონს და წერილი აჩვენა. ამრიგად, მუსიკოსმა ლენონის წერილი გამოგზავნიდან 34 წლის შემდეგ წაიკითხა.

"ფული იმდენად არ ცვლის ცხოვრებას, რამდენადაც ეს ერთი შეხედვით ჩანს... განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ აღარ გიწევს საკვებზე, ბინაზე და ა.შ ფიქრი. სხვა ყველაფერი - ემოცია და ურთიერთობები, იგივე რჩება", - წერდა წერილში ლენონი თავის კოლეგას.

აღნიშნული წერილის დაწერის ფაქტი ლენონის ქვრივმა იოკო ონომაც დაადასტურა.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება