დანელია მულტფილმ ”ქინ-ძა-ძას” 2011 წლის ზაფხულში დაასრულებს

დანელია მულტფილმ ”ქინ-ძა-ძას” 2011 წლის ზაფხულში დაასრულებს

ცნობილი კინორეჟისორი გიორგი დანელია, რომელსაც 25 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდება, საკუთარი ფილმის ”ქინ-ძა-ძას” ანიმაციურ ვერსიაზე მუშაობის დასრულებას 2011 წლის ზაფხულისთვის  აპირებს.

ფილმების: ”მიმინო”, ”მე მოსკოვში დავაბიჯებ”, ”აფონია”, ”არ დაიდარდო” და ”შემოდგომის მარათონი” ავტორს ”ქინ-ძა-ძას” ანიმაციური ვერსიის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა.

”ორი წლის წინ ამ მულტფილმის ეპიზოდთა ხუთწუთიანი ნაკრები ხანტი-მანსიისკის ფესტივალზე უკვე ვაჩვენე. ახლა მხოლოდ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო”, - განუცხადა რეჟისორმა ИТАР-ТАСС-ს. რეჟისორი იმედოვნებს, რომ მულტფილმი ეკრანებზე მომავალი წლის ბოლოსთვის გამოვა.

ამასთან, რეჟისორი იმდენადაა საქმით გატაცებული, რომ არც კი უფიქრია, როგორ აღნიშნოს 80 წლის იუბილე. ”ვფიქრობ, მე და ჩემი მეუღლე მეგობრებს მოვიპატიჟებთ. ვინაიდან სპირტიან სასმელებს უკვე ოცდაათ წელზე მეტია, არ ვეკარები, უალკოჰოლო ლუდს შევიძენ და ამგვარად მოვილხენთ”, - იხუმრა რეჟისორმა.

რაც შეეხება იუბილის ოფიციალურ მხარეს, ის, სავარაუდოდ, მოსკოვში შემოდგომით გაიმართება. ”ასეთი საკითხებით ჩემი მეუღლეა დაკავებული. მე მაგის თავი არ მაქვს”, - აღიარა დანელიამ.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება