რობერტ პატისონი ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარეს

რობერტ პატისონი ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარეს

ვამპირული საგა ”ბინდის” მთავარი როლის შემსრულებელი რობერტ პატისონი ყველაზე სექსუალურ მამაკაცთა რეიტინგში ლიდერობს, რომელიც ჟურნალმა Glamour-მა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 50 კაციანი სიის პირველი ხუთეული ამავე ფილმის მსახიობებმა დაიკავეს. მეორე ადგილი ტეილორ ლოტნერს, მესამე - იენ სამერჰოლდერსს, მეოთხე და მეხუთე კი კსავერ სემუელსს და კელან ლასტს ერგოთ. 

მსახიობმა ჯონი დეპმა, რომელიც 2009 წლის რეიტინგში მეორე ადგილის მფლობელი იყო, წელს მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. 

მეშვიდე პოზიცია  ჯასტინ ბიბერს, მერვე - ჯერარდ ბატლერს, მეცხრე - ჰაიდენ კრისტენსენს, მეათე  კი ჩენინგ ტატუს ერგო.

მომზადებულია ჟურნალ Glamour-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება