მაკარტნიმ ბილ კლინტონს დაბადების დღე ტელეფონში სიმღერით მიულოცა

მაკარტნიმ ბილ კლინტონს დაბადების დღე ტელეფონში სიმღერით მიულოცა

სერ პოლ მაკარტნიმ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონს დაბადების დღე ტელეფონში სიმღერით მიულოცა.

როგორც ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Mirror იუწყება, ერთხელ "ბითლზის" დიდ თაყვანისმცემელ კლინტონს თანაშემწეებისთვის უთქვამს, რომ დაბადების დღეზე მისთვის საუკეთესო საჩუქარი მაკარტნის სატელეფონო ზარი იქნებოდა. 

როგორც აღმოჩნდა, ექს-პრეზიდენტის გარემოცვამ მაკარტნისთან დაკავშირება და საქმის ჩაწყობა შეძლო და შედეგად, 19 აგვისტოს კლინტონს 64-ე დაბადების დღეზე ნანატრი სურვილი აუსრულდა.

აშშ-ის 42-ე პრეზიდენტს მაკარტნიმ The Beatles-ის ცნობილი სიმღერა "When I'm Sixty-Four" ("როცა 64 წელი შემისრულდება") უმღერა.

შეგახსენებთ, რომ ორი თვით ადრე პოლ მაკარტნი თეთრ სახლში ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიწვევითაც იმყოფებოდა, სადაც ის პრემიით დააჯილდოვეს. იმ საღამოს მაკარტნიმ აშშ-ის პირველ ლედის მიშელ ობამას "ბითლზის" ცნობილი სიმღერა "MICHELLE" შეუსრულა.

მომზადებულია The Daily Mirror-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა