ქაიროს მუზეუმიდან ვინსენტ ვან გოგის ფერწერული ტილოს ქურდობაში ეჭვმიტანილი ეგვიპტის კულტურის მინისტრის მოადგილე და დაცვის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. ტილოს ფასი 50 მლნ დოლარს აღწევს.
ასევე საუბრობენ ქვეყნის კულტურის მინისტრის მოხსენ შალაანის სამსახურებრივ გულგრილობაზეც. აღსანიშნავია, რომ ქურდობის მომენტში მუზეუმში დამონტაჟებული სიგნალიზაცია არ ამოქმედდა, ხოლო 43 სათვალთვალო კამერიდან მხოლოდ 7 მუშაობდა.
ვან გოგის ცნობილი ტილო "ყვავილების ვაზა" უკვე მეორედ მოიპარეს. პირველად ეს 1978 წელს მოხდა. მაშინ სამართალდამცველებმა სურათს ქურდობიდან ორი წლის შემდეგ ქუვეითში მიაგნეს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.