პერის ჰილტონს სახლში დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა

პერის ჰილტონს სახლში დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა

აშშ-ის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ლოს-ანჯელესში პერის ჰილტონის სახლში შეღწევას ცდილობდა. მომხდარის შესახებ მომღერალმა და ტელეწამყვანმა Twitter-ის მიკრობლოგშიც დაწერა: ”საშინელებაა - როცა გამეღვიძა, დანით შეიარაღებული ბიჭი ჩემს სახლში შემოღწევას ცდილობდა”.

ლოს-ანჯელესის პოლიციაში ჰილტონის სახლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის დაკავების ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ინციდენტი სამშაბათს, ადგილობრივი დროით 6:30-ზე მოხდა. თუმცა პოლიციელებს არ დაუკონკრეტებიათ, თავდამსხმელი მართლაც იყო თუ არა შეიარაღებული.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებული 31 წლის ნათან ლი პარადუა, რომელიც ქურდობისთვის სასამართლოს წინაშე სექტემბერში უნდა წარსდგეს, მანამდე კი თავდებით იყო გამოშვებული.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჰილტონის სახლს დაუპატიჟებელი სტუმრები სტუმრობენ. ორი წლის წინ პერისის ბინა გაქურდეს, ქურდებმა 2 მლნ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. ქურდობის მომენტში ჰილტონი შინ არ იმყოფებოდა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა