რეპერს მოკვლით ემუქრებიან

რეპერს მოკვლით ემუქრებიან

რეპერმა უაიკლეფ ჯინმა, რომელიც 2010 წლის ნოემბრისთვის დანიშნულ ჰაიტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, განაცხადა, რომ ტელეფონით დაემუქრნენ. სიცოცხლის შესანარჩუნებლად, უცნობი პირები მას რესპუბლიკის დატოვებას ურჩევენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეპერი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა, აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა. ამჟამად საპრეზიდენტო კანდიდატთა სიაში 30-მდე ადამიანია, მაგრამ ჯინის არჩევნებში მონაწილეობას იმ მოტივით აპროტესტებენ, რომ მომღერალი ჰაიტიზე არ ცხოვრობს. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა, რომლებიც არჩევნებამდე მინიმუმ 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ რესპუბლიკაში.

უაიკლიეფ ჯინი ჰაიტიზე დაიბადა, მაგრამ 9 წლის ასაკში საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, სადაც ტრიო FUGEES-ის შემადგენლობაში, მოგვიანებით კი სოლო შემსრულებლის რანგში მოიხვეჭა პოპულარობა. რეპერის ადვოკატი ირწმუნება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მის კლიენტს კეთილსინდისიერად შეჰქონდა გადასახადები ჰაიტის ხაზინაში, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის სრული უფლება აქვს!

საარჩევნო კომისია ჯინის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას აგვისტოს ბოლოს მიიღებს. ამჟამად მუსიკოსი კომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში, ჰაიტიზე იმყოფება. მისი ადვოკატის განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილების ვადის მოახლოებასთან ერთად, მუქარის ზარიც უფრო გახშირდა...

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება