"შეშლილებმა" "ემი" მესამედ მოიპოვეს

"შეშლილებმა" "ემი" მესამედ მოიპოვეს

ლოს-ანჯელესში სატელევიზიო პრემია "ემის" გადაცემის 62-ე ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ სააგენტო "ასოშიეითიდ პრესი" იტყობინება. ცერემონიის ტრანსლაციას ტელეარხი NBC ახორციელებდა.

"საუკეთესო დრამატული სერიალის" ნომინაციაში ჯილდო უკვე მესამედ "შეშლილებს" ერგოთ. ამ ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყო ისეთი სერიალები, როგორიცაა "დაკარგულები", "დექსტერი", "კარგი ცოლი" და "ნამდვილი სისხლი".

საუკეთესო კომედიურ სერიალად "თანამედროვე ოჯახი" აღიარეს. ამ კატეგორიაში ერთმანეთს კონკურენცია უწევდნენ: "ოფისი", "სიმღერა", "ექთანი ჯეკი" და "30 გაოცება".

"საუკეთესო დრამატული მსახიობის" ნომინაციაში პრემია ბრაიან კრენსტონმა მოიპოვა, რომელმაც სერიალ "Breaking Bad"-ში ქიმიის მასწავლებლის ვოლტერ ვაიტის როლი შეასრულა. ეს ჯილდო მსახიობმა უკვე მესამედ მიიღო.

საუკეთესო კომედიური როლის შესრულებისთვის ჯილდო ჯიმ პარსონსმა მიიღო, რომელმაც "დიდი აფეთქების თეორიაში" შელდონ კუპერის როლი შეასრულა. იმავე ნომინაციაში გამარჯვებული ქალი მსახიობი ედი ფალკო გახდა, რომელიც სერიალში "ექთანი ჯეკი" თამაშობს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება