ეს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული წყვილია, თუმცა ხანგრძლივმა განშორებებმა და ღალატის შესახებ ჭორებმა მათ ქორწინებას დიდი დარტყმა მიაყენა. ცოტა ხნის წინ წყვილმა თანაცხოვრების 11 წლისთავი აღნიშნა. ბექჰემებმა ერთობლივი ცხოვრებისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს და კარდინალური ნაბიჯი გადადგეს. მეუღლეებმა არა მხოლოდ გაფუჭებული ურთიერთობის გამოსწორების, არამედ მისი განმტკიცების მიზნით სექს-გარიგება დადეს.
"ბოლო დროს მათ ერთმანეთთან ურთიერთობა უჭირთ, განსაკუთრებით ვიქტორიას, - ყვება ბექჰემების ოჯახის ახლობელი, - მათ თავიანთ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების შეტანა გადაწყვიტეს და იმედოვნებენ, რომ ეს მათ დაეხმარება. მაგალითად, ისინი მიხვდნენ, რომ თითოეულ მათგანს ერთმანეთის საქციელი ძალიან აღიზიანებს. მომავალში ისინი შეეცდებიან, ასე არ მოიქცნენ".
გარიგების პირველი პუნქტი მარტივია - "ერთად რაც შეიძლება მეტი დროის გატარება". ამასთან არა უბრალოდ ერთად ყოფნა, არამედ დროის ისე გატარება, რომ ეს ორივესთვის საინტერესო იყოს. როგორც იქნა, ვიქტორია მოდუნებასა და მკაცრ დიეტაში კორექტივების შეტანას დათანხმდა, რადგან დევიდს, როგორც ჩანს, ხელშესავლები ქალები მოსწონს.
"დევიდმა მას უთხრა, რომ რესტორნებში სიარული არ უყვარს და ვერც იმას იტანს, როდესაც ვიქტორია ღვინის ბოკალით ხელში ვახშმობს და ამ დროს საკვების ნაჭრებს ჩანგლით მისი თეფშიდან იღებს", - ყვება საიტის წყარო.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორია, რომელიც 11 წლის ბრუკლინის, 7 წლის რომეოსა და 5 წლის კრუზის დედაა, მეოთხე ფეხმძიმობასაც დათანხმდა. "მათ მოილაპარაკეს, რომ ამიერიდან ვიქტორია ნორმალურ კვებას დაიწყებს, რათა მომავალ წელს დაფეხმძიმებისთვის სრულ ფიზიკურ მზადყოფნაში იყოს.
მეოთხე შვილის გაჩენას წყვილი ზაფხულისთვის გეგმავს. "შეთანხმების თანახმად, თუ ეს არ მოხდება, დევიდი ბუზღუნს შეწყვეტს, რომ კიდევ ერთი შვილი სურს. დევიდმა ასევე პირობა დადო, რომ წვრილმანები არ გააღიზიანებს. მაგალითად, როდესაც ის სპორტის სიახლეებს უსმენს და ამ დროს ვიქტორია ელაპარაკება", - ყვება ვიქტორიას მეგობარი.
როგორც ცნობილია, ვიქტორია სექს-შოპებში სიარულს ვერ გადაეჩვია. ერთხელ პაპარაცებმა ის მაშინ გადაიღეს, როდესაც ერთ-ერთი სექს-შოპიდან დატვირთული გამოდიოდა. რამდენიმე დღის წინ ვიქტორია ლონდონში თეთრეულისა და ინტიმური აქსესუარების მოდურ მაღაზია Coco de Mer-ში იმყოფებოდა. მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს: სექსუალური ცხოვრების გამოცოცხლება.
"მან ტანის ზეთი, მათრახი და ტყავის ხელბორკილები იყიდა. ვიქტორიას სურს, რომ დევიდი მასთან ბედნიერი იყოს, მათ შორის - საწოლშიც", - ამბობს წყვილის მეგობარი.
სრულიად განსხვავებული დღის განრიგის გამო დევიდსა და ვიქტორიას მრავალი თვის განმავლობაში ერთმანეთთან განშორება უხდებოდათ.
მარტამდე, ვიდრე დევიდი მყესის ტრავმას მიიღებდა, მილანში თამაშობდა, ვიკი კი ვაჟებთან ერთად ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა. მაისში კი დევიდი ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა. გარდა ამისა, როგორც წყვილთან დაახლოებული ადამიანები ყვებიან, დევიდის რომანების შესახებ გავრცელებულმა ხმებმა ვიქტორიას დიდი დარტყმა მიაყენა.
"ეს მათთვის უკიდურესად რთული წელი იყო. მართალია, ვიქტორიამ იცოდა, რომ გავრცელებული ხმები ჭორები იყო, მაგრამ მაინც ბევრი ინერვიულა", - იხსენებს ვიქტორიას მეგობარი.
საბედნიეროდ, როგორც ჩანს, წყვილის გარიგებამ პირველი შედეგი გამოიღო. გასულ კვირას ვიქტორია და დევიდი საზოგადოების წინაშე წარსდგნენ - ისინი ინტერიერის დიზაინერის კელი ჰოპენის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე ერთად ნახეს. ბექჰემები უჩეულოდ თბილად ეპყრობოდნენ ერთმანეთს და გამუდმებით რაღაცას ჩურჩულებდნენ. კელის მეგობრის თქმით, რომელიც ამ წვეულებას ესწრებოდა, დევიდი და ვიქტორია მთელი საღამო ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და იცინოდნენ. ისინი ძალიან ბედნიერები ჩანდნენ.
მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.