როგორც ჩანს, ვალერი მელაძეს მამაკაცურ მომხიბვლელობას საზღვარი არა აქვს. ერთი წლის წინ ცნობილი მომღერლის ოჯახში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალყურს. მაცდური ლამაზმანის ალბინა ჯანაბაევას გამო ვალერის ოჯახიდან წასვლას მხოლოდ ზარმაცები არ განიხილავდნენ. ვნებათაღელვა ჯერ ჩამცხრალი არ იყო, რომ მელაძემ ცნობისმოყვარე აუდიტორიას ახალი სასაუბრო თემა მისცა.
მის მკლავებში მომხიბლველი ლიზა ბოიარსკაია აღმოჩნდა, რომელიც ერთი თვის წინ მსახიობ მაქსიმ მატვეევის კანონიერი მეუღლე გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ სასიყვარულო სცენები ვალერი მელაძის ახალი კლიპის სცენარში შედის, გადამღები ჯგუფისთვის ნათელი გახდა, რომ მომღერლებს შორის რაღაც უფრო მეტია, ვიდრე პარტნიორული ურთიერთობა. კლიპის გადაღებებისთვის ლიზა კიევში ქორწილის შემდეგ რამდენიმე დღეში ჩავიდა.
"ვალერი და ლიზა ერთმანეთთან ურთიერთობით დიდ სიამოვნებას იღებდნენ, - ყვება გადამღები ჯგუფის წევრი. - კლიპი გრძნობებითა და ემოციებით არის სავსე. ეს არა მხოლოდ რეჟისორისა და კლიპის მონაწილეთა თამაშის, არამედ იმ ნაპერწკლის დამსახურებაცაა, რომელიც მათ შორის გაღვივდა. ლიზა ლამაზი, მომაჯადოვებელი გოგონაა, მასთან ურთიერთობა და მუშაობა ძალიან იოლი და სასიამოვნოა".
"ისეთი მამაკაცის გვერდით, როგორიც ვალერია, ნებისმიერი, ყველაზე მორიდებული დიასახლისიც კი თავს ყველაზე სასურველ ქალად იგრძნობს. ლიზაც შესამჩნევად შეიცვალა. მან ტრადიციული მოკრძალებული გოგონას იმიჯი, სექსუალური ქალის იმიჯზე უყოყმანოდ გაცვალა".
"ვეჭვობდით, რომ ლიზა ჩვენი სტილისტების მიერ შეთავაზებული ტანისამოსის ჩაცმას დათანხმდებოდა, - აცხადებენ კლიპის შემქმნელები. თუმცა ვალერის აღფრთოვანებული მზერა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბოიარსკაიას თავი თავისუფლად ეგრძნო და კამერების წინ გაშიშვლებულიყო".
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.