ის 25 წლის სტუდენტი გოგონა გეგონებათ: ვიწრო მხრები, ღია ფერის თმა, ახალგაზრდული ვარცხნილობა... სინამდვილეში კი 35 წელი ახლახან შეუსრულდა და შემთხვევითი შეხვედრა რომ არა, ქერა აფრიკელი გოგონა ჩვეულებრივი, უფერული ცხოვრებით იცხოვრებდა - მშობლების საქმიანობას გააგრძელებდა და სამყაროს მის შესახებ არაფერი ეცოდინებოდა...
ერთ მშვენიერ დღეს ევროპული წარმოშობის სამხრეთაფრიკულ ოჯახში ლამაზი გოგონა დაიბადა. ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მამა ნახევრად ფრანგი იყო, ამიტომ ქალიშვილს შარლიზი დაარქვეს.
ფერმის მემკვიდრე გოგონა ჩვეულებრივად იზრდებოდა და სრულიად ბანალური მიზნები ჰქონდა - მისი სამომავლო გეგმები სკოლის დამთავრებითა და საგვარეულო საქმის გაგრძელებით შემოიფარგლებოდა. ახლა დაუჯერებელია, მაგრამ შესაძლებელი იყო, მსოფლიო დონის ვარსკვლავის სათუთი ხელები ძროხების მოვლითა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმით ყოფილიყო დაკავებული...
მოგვიანებით შარლიზი ბალეტმა გაიტაცა. 12 წლის ასაკში პროფესიონალთა ანსამბლში მიიღეს. გოგონას ცეკვა ძალიან უყვარდა, მაგრამ დიდი ნიჭიერებით როდი გამოირჩეოდა და წამყვან როლებს არავინ სთავაზობდა.
16 წლის იყო, როდესაც დედის დაჟინებულ მოთხოვნას უხალისოდ დაჰყვა და სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! რეგიონულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. შარლიზმა კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც მშობლები სამოდელო სააგენტოების სატელეფონო ზარებს ვეღარ აუდიოდნენ. დედა ბედნიერი იყო - მისი ქალიშვილი უბრალო გლეხის გოგონა აღარ იყო!
შარლიზი დედ-მამის რჩევას უსიტყვოდ ემორჩილებოდა. პოდიუმის ახალგაზრდა, ამომავალი ვარსკვლავი იტალიაში გაემგზავრა და მოდელად დაიწყო მუშაობა, მაგრამ სამსახურის გამო კომპლექსები ტანჯავდა - მას "ტანსაცმლის საკიდრის" როლი არ აკმაყოფილებდა და ყველას არწმუნებდა, რომ სამოდელო ბიზნესი მხოლოდ შემოსავლის წყარო იყო, მისი გული და მომავალი კი ბალეტს ეკუთვნოდა.
საბალეტო სცენაზე წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ გოგონას უკვე საკმაო შემოსავალი ჰქონდა და კარგ ქორეოგრაფიულ სკოლაში სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა. დროთა განმავლობაში, კვალიფიციურმა პედაგოგებმა მის ნიჭს გასაქანი მისცეს და შარლიზმა წარმატებას მიაღწია. მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც პროფესიონალ ბალერინად ჩამოყალიბდა, მუხლის ტრავმა მიიღო და სცენას დაემშვიდობა.
ორი გზიდან ერთ-ერთი უნდა აერჩია: ან სოფლის ტალახსა და ძროხებს დაჰბრუნებოდა, ან სამოდელო სააგენტოების ამპარტავანი აგენტების წინაშე თავი დაემცირებინა, შეჰვედრებოდა, რომ კვლავ მიეღოთ. მშობლებთან დაბრუნება ესირცხვილებოდა, სამოდელო ბიზნესში დაბრუნება კი უაზრობა იყო. შარლიზს სამყარო თავზე ჩამოექცა...
მან ჰოლივუდს მიაშურა. ბედის გამოცდას ან სასარგებლო ნაცნობების შეძენას არ აპირებდა - უბრალოდ, სხვა საქმეზე გადართვა ესაჭიროებოდა, იქნებ ბედს გაეღიმა და მოწყალე თვალით გადმოეხედა?!. ის ხომ მუდამ ლამაზ, მაგრამ სულელ პროვინციელ გოგონად მიაჩნდათ, უბრალო სოფლელ გოგონად, რომელიც ოცნებობდა იმაზე, რომ ვარსკვლავი გამხდარიყო. არადა, შარლიზის ოცნება - ქორეოგრაფია, ბალეტი იყო!
...საბანკო ანგარიშზე რამდენიმე დოლარი კიდევ უნდა ჰქონოდა დარჩენილი. ძალიან შიოდა, მაგრამ ლოს-ანჯელესის ბანკის თანამშრომელმა კარისკენ მიუთითა: მისი ანგარიში ცარიელი აღმოჩნდა. სიმწრის, დამცირებისა და სასოწარკვეთილებისგან ბანკის თანამშრომლებს ყვირილი და დავა დაუწყო. მოითხოვდა, ფული მიეცათ. ნუთუ არ იციან, ვინ არის?! როგორ არ რცხვენიათ?! მათ წინაშე ხომ - არც მეტი, არც ნაკლები - ამერიკული ბალეტის ვარსკვლავია!..
შესაძლოა, ფსიქოლოგები ცდებიან, როდესაც ირწმუნებიან, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი ადამიანის ცხოვრებას ანადგურებს? შარლიზის შემთხვევაში, რომელიც უკვე "უარყოფილი გენიოსის" სინდრომით იტანჯებოდა, სასწაული მოხდა.
მას კარგად ჩაცმული მამაკაცი მიუახლოვდა:
- მითხარით, გეთაყვა, ასეთი ყვირილი სად ისწავლეთ?..
ბედის წყალობით, ჰოლივუდელი "ტალანტების მაძიებელი" იმ დროს ბანკში აღმოჩნდა და შარლიზი შემთხვევით, სწორედ იმ მომენტში იხილა, როდესაც არცთუ სანიმუშოდ იქცეოდა, მაგრამ პროფესიონალმა მაშინვე იგრძნო, რომ მის წინაშე სულელი გოგონა კი არა, მომავალი მსახიობი იდგა, რომელსაც სახასიათო როლების თამაში შეეძლო...
გაცეცხლებულ შარლიზს ეგონა, რომ ეს კაციც მის მოტყუებას ცდილობდა. ეს "გაფხორილი ინდაური" ალბათ ფიქრობს, რომ პატარა, სულელ სოფლელ გოგონას იოლად დაიბრიყვებს... აბა, როგორ არწმუნებს იმაში, რომ უბრალო გოგო, რომელიც აშკარა სამხრეთაფრიკული აქცენტით მეტყველებს, დიდი ვარსკვლავი გახდება!.. უნდა, რომ დააიმედოს და შემდეგ საწადელს მიაღწიოს!
- გარანტიას გაძლევთ, რომ ამ როლისთვის გასამრჯელოს უმალ მიიღებთ. ახლა ხომ ფული ძალიან გჭირდებათ?!
სხვა რა გზა ჰქონდა?! შარლიზი ფილმში - "ორი დღე ველზე" - მონაწილეობას დათანხმდა. ამ როლმა მისი ცხოვრება შეცვალა...
შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ერთმანეთს ცვლიდა. ახალგაზრდა, გამოუცდელი მსახიობი განურჩევლად ყველაფერზე თანხმდებოდა. ითამაშა წარუმატებელ ფილმში - "ასტრონავტის ცოლი", რასაც ტომ ჰენკსის სურათში - "ის, რასაც აკეთებ!" - უმნიშვნელო როლი მოჰყვა.
მოგვიანებით მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია მნიშვნელოვანი და ღირსეული ნამუშევრებით გამდიდრდა. მათ შორისაა როლი "ოსკარის" 7 ნომინაციაზე წარდგენილ ლეგენდარულ ფილმში - "მეღვინეთა წესი", დაუვიწყარი "ეშმაკის ადვოკატი", ფემინისტური სურათი "ჩრდილოეთის ქვეყანა".
ფილმში "მონსტრი" შესრულებული როლისათვის შარლიზ ტერონმა "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი" მიიღო, ხოლო 2003 წელს - ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის "ვერცხლის დათვი".
დღეს შარლიზ ტერონი წარმატებული მსახიობია. ის მხოლოდ 35 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ მრავალი წარმატება და ჯილდო ელის.
შარლიზის პირადი ცხოვრება პრობლემებითაა აღსავსე. პირველ შეყვარებულთან ოფიციალური ურთიერთობა იდეური მოსაზრებით არ გააფორმა - განაცხადა, რომ მის პასპორტში ქორწინების აღმნიშვნელი შტამპი მანამდე არ იქნება, ვიდრე ხელისუფლება ერთსქესიან ქორწინებას ოფიციალურად არ დაუშვებს...
ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში ვარსკვლავმა გულწრფელად თქვა, რომ ახლა ყველაზე მეტად, დედობაზე ოცნებობს.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)