მსახიობ დემი მურს ძალიან უყვარს სოციალურ ქსელ Twitter-ში წერა. ცოტა ხნის წინ მან თავის მიკრობლოგში საცვლების ამარა აბაზანაში გადაღებული ფოტოები განათავსა.
როგორც ფოტოებზე ჩანს, 47 წლის დემი შესანიშნავ ფორმაშია, მას იდეალური სხეული აქვს და თინეიჯერ გოგონებს ტოლს არ უდებს, არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ საქციელითაც. ნახევრად შიშველი მსახიობი თავის მკითხველებს რჩევებს აძლევდა, როგორ შეინარჩუნონ ამგვარი სხეული 50 წლის ასაკში.
ცოტა ხნის წინ მთვრალი დემი მური მეგობრებთან წვეულების შემდეგ ქუჩაში სტრიპტიზის მოწყობას ცდილობდა.
რამდენიმე დღის წინ კი ლას-ვეგასის კლუბში ბინძური ცეკვების შოუ მოაწყო.
ვარსკვლავი მეუღლესთან ერთად კლუბში საერთო მეგობრის რეპერ სნუპ დოგის კონცერტის საყურებლად მივიდა.
მუსიკით თუ სასმელით გათამამებული დემი ისე აღეგზნო, რომ ეშტონის წინ დაიჩოქა და მუსიკის რიტმის შესაბამისად რხევა დაიწყო.
თუმცა ეს მას არასაკმარისად მხიარულად მოეჩვენა, უცებ ფეხზე წამოხტა და მოულოდნელად სცენაზე ავიდა, სადაც ეროტიკული ცეკვა განაგრძო.
როგორც ჩანს, დემიმ ახალგაზრდობა და ფილმი "სტრიპტიზი" გაიხსენა. ამ ფილმში თამაშისთვის მან სტრიპტიზის ცეკვა სპეციალურად შეისწავლა.
მიუხედავად იმისა, რომ კინოს გადაღებიდან მრავალი წელი გავიდა, მსახიობი ძველებურად შესანიშნავად ცეკვავს.
ეშტონ კატჩერს დემისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. თუმცა ამ ყველაფერში მონაწილეობა არ ისურვა. მიუხედავად იმისა, რომ დემი მეუღლეს სცენაზე ექაჩებოდა, მან მაყურებლად დარჩენა არჩია.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.