გელა ბაბლუანის ახალ "ცამეტში" მიკი რურკი და რეპერი ”50 ცენტი” თამაშობენ

გელა ბაბლუანის ახალ "ცამეტში" მიკი რურკი და რეპერი ”50 ცენტი” თამაშობენ

გელა ბაბლუანის "13" კინოეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა და მაყურებელთა გულები დაიპყრო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო სცენარია და არანაკლებ საინტერესო გადაწყვეტა აქვს რეჟისორული კუთხით.

ფილმმა იმდენი პრიზი აიღო სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე, რომ ბაბლუანების კინოდინასტიის წარმომადგენლისთვის ალბათ მოულოდნელიც კი იყო. მათ შორის გამოვარჩიოთ წარმატებები ვენეციისა და სანდენსის კინოფესტივალებზე. მაგრამ ალბათ გელა ბაბლუანი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი სცენარით და ფილმით ამერიკული კინოკომპანია დაინტერესდებოდა და 5 წლის შემდეგ თავად შეეძლებოდა ისევ საკუთარი ფილმის ამერიკულ ვარიანტზე მუშაობა.

ჰოლივუდური "ცამეტის" ტრეილერი უკვე დევს ინტერნეტში, ფილმის პრემიერას ქართველ მაყურებელთან ერთად უცხოელი მაყურებელიც ელოდება, რადგან სამსახიობო ანსამბლი მართლაც შესანიშნავია - მიკი რურკი, ჯეისონ სტეტემი, მაიკლ შენონი, რეპერი 50 ცენტი და ა.შ. თბილისურ კინოპრემიერას, როგორც გავიგე, კინოთეატრები ოქტომბერში შემოგვთავაზებენ. ასე რომ, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორია ჰოლივუდური რუსული რულეტკის ამბავი. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ინტერნეტში უკვე დაწყებულია მსჯელობა ამ ფილმის შესახებ და ბევრი ამბობს, რომ ფილმი, როგორც ჰოლივუდში სჩვევიათ, გაპაპსავებული იქნება, თუმცა მე მაინც გელას იმედი მაქვს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება