ცნობილი ფრანგი რეჟისორი, კინოხელოვნების კლასიკოსი ჟან-ლუკ გოდარი "ოსკარის" საპატიო პრემიის მისაღებად აშშ-ში გამგზავრებას არ აპირებს. მისი მეუღლის, ანა-მარია მევილის თქმით, გოდარი, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში იმყოფება, პრემიისთვის ლოს-ანჯელესში არ ჩავა, რადგან ჯერ ერთი - ასაკი არ უწყობს ხელს, და მეორეც - საპატიო პრემიებს ძირითადი ცერემონიისგან განცალკევებით ანიჭებენ.
"ამ სიშორეზე მეტალის ნაგლეჯისთვის თავად წახვიდოდით?" - შეუბრუნა კითხვა მევილმა რეპორტიორს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დაჯილდოვებაზე გოდარის რომელიმე წარმომადგენელი შესაძლოა გამოცხადდეს.
აგვისტოს ბოლოს ამერიკის კინოაკადემიამ 79 წლის გოდარს "ოსკარი" "შემოქმედებით საქმიანობაში ექსტრაორდინარული მიღწევებისთვის, კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" მიანიჭა, თუმცა აკადემიის წარმომადგენლებმა ამის შესახებ რეჟისორს ტექნიკური მიზეზების გამო დროულად ვერ შეატყობინეს.
შეგახსენებთ, რომ წელს საპატიო "ოსკარებით" დაჯილდოვება 13 ნოემბერს იგეგმება. გოდარს პრემია კინოს ისტორიკოსთან კევინ ბრაუნლოუსთან და მსახიობ ელი უოლაკთან ერთად უნდა მიეღო.
მომზადებულია abcnews.go.com-ის მიხედვით.