ჯოლიმ და პიტმა იტალიაში 40 მლნ დოლარად სახლი იყიდეს

ჯოლიმ და პიტმა იტალიაში 40 მლნ დოლარად სახლი იყიდეს

იტალიაში მდებარე მდიდრული აგარაკი, საკუთარი საჯინიბოთი და ვენახით, ამიერიდან ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის საზაფხულო რეზიდენცია იქნება.

წყვილს 3,5 მლნ დოლარად შეფასებული მდიდრული აგარაკი ახალ ორლეანშიც აქვს, თუმცა ამჯერად მათ სახლის ყიდვა ევროპაში გადაწყვიტეს და იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ”ვილა კონსტანცას” მამული შეიძინეს.

ვარსკვლავების ახალი სახლი 15 საძინებელს, 7 აბაზანას, კინოთეატრს, ორ აუზსა და რამდენიმე ჯაკუზს მოიცავს. ასეთ სახლში ადვილად მოთავსდება ჯოლისა და პიტის მრავალშვილიანი ოჯახი. აგარაკის ტერიტორიაზე დიდი საჯინიბო მდებარეობს, სახლის წინ კი ვენახია გაშენებული.

ანჯელინა ჯოლის ეს მამული ჯერ კიდევ გასულ წელს მოეწონა, როდესაც მსახიობი გადაღებებზე იტალიაში იმყოფებოდა. ამ საზაფხულო რეზიდენციაში ჩასვლას წყვილი შვებულების დროს აპირებს, დროის დიდ ნაწილს კი აშშ-ში გაატარებს.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება