აშშ-ში ორი წიგნის ეკრანიზაციას აპირებენ, რომლებიც პოლიტიკოსისა და მსახიობის რონალდ რეიგანის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობენ, იტყობინება ”როიტერი”.
ორივე წიგნი - "The Crusader" და "God and Ronald Reagan" - ერთმა ავტორმა, პოლ კენგორმა დაწერა. მათ საფუძველზე გადაღებული კინოფილმის სახელწოდება ”რეიგანი” იქნება. ფილმის ბიუჯეტი 30 მლნ დოლარს შეადგენს.
ფილმის სცენარს ჯონას მაკორდი დაწერს. მაკორდმა აღნიშნა, რომ რეიგანის თაყვანისმცემელი არ არის. ”მე მას საუკეთესო შემთხვევაში - ცუდ მსახიობად, ხოლო უარეს შემთხვევაში - უბრალო ჯამბაზად მივიჩნევ”, - განაცხადა სცენარისტმა.
აღსანიშნავია, რომ 2003 წელს რეიგანის შესახებ ერთი ფილმი უკვე გადაიღეს. მისი სახელწოდება იყო "The Reagans". ის სატელევიზიო სერიალის ფორმატში იყო გადაღებული. მთავარ როლს ფილმში ჯეიმს ბროლინი ასრულებდა.
მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.