ბრიტნი სპირსის ყოფილი მცველი ვარსკვლავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ბრიტნი სპირსის ყოფილი მცველი ვარსკვლავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ცნობილი ამერიკელი პოპ-მომღერლის ბრიტნის სპირსის ყოფილი პირადი მცველი ვარსკვლავს სექსუალურ ძალადობასა და "მორალური ზიანის მიყენებაში" ამხელს და სასამართლოში უჩივის. ფერნანდო ფლორესი, რომელიც პოპულარული მომღერლის დაცვის სამსახურში 2010 წლის თებერვლიდან ჩადგა, კომპენსაციას ითხოვს, რომლის მოცულობა გასაიდუმლოებულია.

ლოს ანჯელესის სასამართლოში სარჩელზე განაცხადი განსახილველად ოთხშაბათს შევიდა. ფლორესი ამტკიცებს, რომ 28 წლის სპირსი მას სექსუალურ თამაშებში ჩართვას აიძულებდა. მცველის თქმით, პოპვარსკვლავმა მას არაერთხელ უხმო თავისთან ინტიმურ გარემოში და თითქმის შიშველი მის თვალწინ "სექსუალურ სცენებს" მართავდა. 

გარდა ამისა, ფლორესის განცხადებით, ბრიტნი ბავშვების თვალწინ საყვარელთან სკანდალებს მართავს და უხამსად იქცევა. ბრიტნისგან ჩაგრული მცველი საკუთარ ”დაცვის ფირმასაც” უჩივის, რომელიც თურმე კლიენტთან დაკავშირებით მის ყველა საჩივარს უყურადღებოდ ტოვებდა.

მომღერლის ადვოკატს პირადი მცველის სარჩელზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება