ლეგენდარული კომპოზიტორისა და შემსრულებლის ბობ მარლის უმცროსი ქალიშვილი მარიხუანის მოყვანაში სცნეს დამნაშავედ, იტყობინება "NEWSru Israel"-ი.
29 წლის მაკედა ჯანესტა მარლიმ აღიარა, რომ საკუთარ სახლში, ქალაქ კალნში (30 კმ ფილადელფიის დასავლეთით) მარიხუანის 10-ზე მეტ ბუჩქს ზრდიდა.
მაკედა ჯანესტა მარლი 2008 წელს მისი სახლის ჩხრეკის შედეგად დააკავეს. ჩხრეკის დროს სახლის სარდაფში დამალული მარიხუანა აღმოაჩინეს.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მარლიმ განაცხადა, რომ მამისგან მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გაანიავა და იძულებული გახდა, ფული მარიხუანის გაყიდვით ეშოვნა.
მარლის ადვოკატს, ტომას შინდლერს იმედი აქვს, რომ მის კლიენტს პირობით სასჯელს მიუსჯიან.
მომზადებულია newsru.co.il-ის მიხედვით.