ბრიტნის სპირსს სწორედ ეს აკლდა იმისთვის, რომ ახალი სრულფასოვანი ცხოვრება დაეწყო.
მდიდრული სახლი, სადაც პოპ-პრინცესა დაბინავდა - ნამდვილი სამეფო სასახლეა. სახლი ლოს-ანჯელესის გარეუბანში დახურულ ტერიტორიაზე მდებარეობს და 9 000 000 დოლარი ღირს.
მისი საერთო საცხოვრებელი ფართობი 335 კვ.მ-ს შეადგენს. სასახლის ტერიტორიაზე ლამაზად მოვლილი გაზონებიანი ბაღია გაშენებული, დანარჩენ ტერიტორიას კი ქვაფენილი ფარავს.
სახლში ბრიტნისთვის ყველა კომფორტული პირობაა შექმნილი: თითოეულ სასტუმრო აპარტამენტს თავისი ლიფტი და ავტოფარეხი აქვს.
ბრიტნის ვაჟები - შონ პრესტონი და ჯეიდენ ჯეიმსი - იქ ნამდვილად არ მოიწყენენ, ახლა მათ უზარმაზარი უახლესად აღჭურვილი საშინაო კინოთეატრი აქვთ. ბრიტნის კი ღია საცურაო აუზში ნებივრობა შეუძლია.
მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.