”მის ინგლისი” ჯარში მიდის

”მის ინგლისი” ჯარში მიდის

"მის ინგლისი 2009" - კატრინა ჰოჯი, რომელიც სილამაზის კონკურსში მონაწილეობამდე ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა, სამხედრო კარიერის განახლებას აპირებს, იტყობინება BBC News. კატრინა 23 წლისაა. სამსახურს ის 30 სექტემბერს დაუბრუნდება.

ჰოჯი სამხედრო მოსამსახურე 17 წლის ასაკში გახდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ერაყშიც მსახურობდა და 2005 წელს მამაცობისთვის სპეციალური ჯილდოც მიიღო. 2008 წელს კატრინამ მოდელის კარიერა დაიწყო და 2009 წლის სილამაზის კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.

როგორც სილამაზის დედოფალმა აღნიშნა, სამხედრო კარიერაზე საბოლოოდ უარის თქმას არც აპირებდა. "არმიაში ყოფნა ყოველთვის მომწონდა. უნდა ვაღიარო, რომ ახლა ცოტა ვნერვიულობ - სამხედრო პირობებში ყოფნას გადავეჩვიე, ეს წელი გლამურული ღონისძიებებით დატვირთული მქონდა", - აღნიშნა ჰოჯმა.

ცოტა ხნის წინ ინგლისში მორიგი სილამაზის კონკურსი ჩატარდა. 2010 წლის გამარჯვებული ჯესიკა ლინლი გახდა. გვირგვინი მას, ტრადიციულად, წინა წლის გამარჯვებულმა გადასცა.

მომზადებულია BBC News-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება