ჰოლივუდის მსახიობი ბრიუს უილისი დევიდ ლეტერმანის "საღამოს შოუში" ნატურალური ხორცისგან გაკეთებული პარიკით გამოცხადდა. როგორც უილისმა CBS-ის ეთერში განაცხადა, ამგვარი საქციელი მას მომღერალმა ლედი გაგამ შთააგონა.
"ეს ყველაფერი ნატურალურია. ეს ჩემი ხორცის პარიკია. მე იმან შთამაგონა... რა ჰქვია იმ შეშლილ ქალს? დიახ, ლედი გაგამ!", - უთხრა ლეტერმანს ბრიუსმა. შემდეგ მსახიობი დაინტერესდა მშიერი იყო თუ არა შოუს წამყვანი და საკუთარი ხორცის პარიკის გასინჯვა შესთავაზა.
მსახიობმა ჩანგალი, შავი წიწაკა და მარილი ამოიღო და პარიკი შეისწორა. შემდეგ ჩანგალი ლეტერმანს გაუწოდა და უთხრა ფრთილად ჩაერჭო პარიკში. ტელეწამყვანმა გამასპინძლებაზე უარი არ თქვა და ხორცი გასინჯა, თუმცა შემდეგ სასწრაფოდ კულისებისკენ გაემართა...
მომღერალი ლედი გაგა უმი ხორცისგან დამზადებულ კაბაში "MTV Video Music Awards 2010"-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე მივიდა, რომელიც სექტემბერში ლოს-ანჯელესში გაიმართა. მის კოსტუმს დიდი ხნის განმავლობაში ყვითელი ჟურნალ-გაზეთები განიხილავდნენ. მომღერლის ორიგინალური კაბა ყველაზე უგემოვნო სამოსის რეიტინგშიც შევიდა.
მომზადებულია CBS.com-ის მიხედვით.