ეშტონ კატჩერი და დემი მური ლოგინში ქალებს ეპატიჟებიან

ეშტონ კატჩერი და დემი მური ლოგინში ქალებს ეპატიჟებიან

დემი მურისა და ეშტონ კატჩერის საერთო ნაცნობი ბრიტნი ჯონსი ამტკიცებს, რომ დემი მურის ქმართან იწვა. მისი თქმით, ჰოლივუდის წყვილს თავისუფალი ურთიერთობა ხიბლავს და დემი და ეშტონი ლოგინში ქალებს ხშირად ეპატიჟებიან.

ცოტა ხნის წინ ჯონსმა ჟურნალ Star Magazine-ს უამბო, რომ კატჩერი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, რის შემდეგაც მის საწოლში აღმოჩნდა. მოგვიანებით მსახიობს ბრიტნისთვის უთქვამს, რომ ის და დემი გოგონებს თავისთან საწოლში ხშირად ეპატიჟებიან და სექსუალურ ნეტარებას ერთად ეძლევიან.

პორტალ Radaronline.com-თან მორიგ ინტერვიუში ჯონსმა ჰოლივუდის წყვილის სექსუალური ცხოვრების დეტალებზე კვლავ ისაუბრა.

”სინდისის ქენჯნას არ განვიცდი დემის გამო. ის და ეშტონი შეთანხმებულნი ყოფილან, რომ ჯგუფური სექსი ექნებოდათ. ეშტონი კი ნანობს, რომ ჩემთან დემის გარეშე იწვა”, - განაცხადა ბრიტნი ჯონსმა.

ეშტონი ირწმუნება, რომ ჯონსი ცრუობს, ხოლო მისი და დემის ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა. ვარსკლავები ცდილობენ, საზოგადოების წინაშე სულ უფრო ხშირად გამოჩნდნენ.

მომზადებულია Radaronline.com-ს მიხედვით.

იხილეთ ასევე "ეშტონ კატჩერმა დემი მურს დემისვე სარეცელზე უღალატა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება