ჯაზური მუსიკით გატაცებული მოსკოველის ქართული ფესვები

ჯაზური მუსიკით გატაცებული მოსკოველის ქართული ფესვები

ახალგაზრდა მომღერალი - დიანა ლაბაძე რუსეთში დაბადებულ-გაზრდილია. ამჟამადაც იქ ცხოვრობს, მაგრამ როგორც აღნიშნავს, მისი ფესვები საქართველოშია და ჩვენს ქვეყანას წელიწადში ორ-სამჯერ სტუმრობს. ამ ცოტა ხნის წინ დიანა სამშობლოში ჩამოვიდა და ბათუმში სოლოკონცერტიც გამართა.

- დიანა, არც ისე დიდი ხნის წინ ბათუმში შენი პირველი სოლოკონცერტი გაიმართა. გვიამბე - ეს საღამო როგორ დაიგეგმა?

- ჩემს საყვარელ ქალაქ ბათუმში სოლოკონცერტის გამართვის სურვილი ყოველთვის მქონდა. გადაწყვეტილების მიღებაში ჩემი პედაგოგი - ვახტანგ გორდაძე დამეხმარა, რისთვისაც მას მადლობას კიდევ ერთხელ ვუხდი. რაც შეეხება კონცერტის ორგანიზებას, ამაში მთავარი წვლილი ჩემი ოჯახის დიდ მეგობარს - ბატონ თამაზ ნიკოლაიშვილს მიუძღვის. კონცერტზე სხვადასხვა ჟანრის სიმღერები, მათ შორის - მაცაცო სებისკვერაძის რომანსიც შევასრულე;

ასევე, დუეტში ვიმღერე ბატონ მერაბ სეფაშვილთან (სიმღერა ქალბატონმა რუსა მორჩილაძემ დაგვიწერა) და ზურა ხაჩიძესთან (სიმღერის ავტორი - ზაზა ხუბუკელაშვილია). სხვათა შორის, ორივე დუეტის ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის; ასევე, ჯაზის სტილის სიმღერები საუკეთესო ბენდთან - პაატა ადრიაძე, ნოდარ ექვთიმიშვილი, ირაკლი მენთეშაშვილი, დავით მასტერანოვი, გია სალაღიშვილი - ერთად შევასრულე. და კიდევ, გვერდს მოსკოველი მეგობრებიც - Fusion Ballet - მიმშვენებდნენ.

- ბატონი მერაბ სეფაშვილი დებიუტანტ მომღერალთან დუეტის ჩაწერას იოლად დათანხმდა? იგივეს გკითხავ ზურა ხაჩიძეზეც - თქვენი თანამშრომლობა როგორ დაიწყო?

- არცთუ ისე ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, ბატონ მერაბს დუეტის ჩაწერა შევთავაზე და თანხმობა მივიღე, რის გამოც ძალიან კმაყოფილი ვარ. ამავეს თქმა შემიძლია ზურა ხაჩიძეზეც...

- დიანა, რა მუსიკალური განათლება გაქვს?

- რუსეთში, კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, საესტრადო-ჯაზურ განყოფილებაში ვსწავლობ. უკვე მეხუთე ანუ დამამთავრებელ კურსზე ვარ. სხვათა შორის, ხუთოსანი გახლავართ, ოღონდ ”რუსული” ქულებით (იცინის).

- მუსიკალური ნიჭი პირველად როდის გამოავლინე და საერთოდაც, რატომ დაინტერესდი ისეთი რთული მუსიკალური ჟანრით, როგორიც ჯაზია?

- შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური ნიჭი გენში მაქვს - მამაჩემის ოჯახში ყველა მღეროდა. როგორც მიყვებიან, პატარაობიდანვე ვმღერი. 6 წლის ვიყავი, როცა დედამ მუსიკალურ სკოლაში შემიყვანა, 8-9 წლის ასაკში კი ვოკალურ სტუდია ”გლობუსში” დავიწყე სიარული. დისკიც გამოვიდა, რომელშიც ჩემი სიმღერა შევიდა და შემდეგ რადიოშიც აჟღერდა. მოგვიანებით მოზარდთა სტუდიაში გადავედი, რომელსაც ცნობილი კომპოზიტორი - ვიაჩესლავ ცვეტკოვი ხელმძღვანელობდა. მეცადინეობისას ვცდილობდი, ნებისმიერი ჟანრის სიმღერა შემესრულებინა, მაგრამ როგორც პედაგოგმა შენიშნა, ყველა მუსიკალური მიმართულებისგან ჯაზს გამოვარჩევდი.

- მუსიკალური კარიერის შექმნაზე სერიოზულად ფიქრობ?

- რა თქმა უნდა! გამიმართლა, რომ მშობლები მხარში მიდგანან.

- მოდი, შენი ოჯახის წევრები გაგვაცანი.

- მყავს დედ-მამა და ძმა, რომელიც იურისტია.M მამა ბიზნესმენია. რუსეთში ჩემი ხმის ჩამწერი სტუდია მაქვს, რომელსაც მე და დედა ვუდგავართ სათავეში. ძირითადად, ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩემს სიმღერებს ვწერ.

- დიანა, რუსეთში კიდევ რას საქმიანობ?

- ფილოლოგიურ და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ ვინაიდან ორ ფაკულტეტთან ერთდროულად ”შეჭიდება” რთული აღმოჩნდა, დროებით ფილოლოგიურზე სწავლა შევწყვიტე. გამოდის, რომ მაინც ხელოვნების სიყვარულმა გაიმარჯვა (იღიმის).

- რუსული ესტრადის ქართველ წარმომადგენლებთან თუ ურთიერთობ? მართალია, ცხოვრების დატვირთული რეჟიმი გაქვს, მაგრამ როცა თავისუფალი დრო გრჩება, რას აკეთებ?

- კი, რა თქმა უნდა, მათთან ვურთიერთობ. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვერთობი.

- ახლო მომავალში სოლოკონცერტის გამართვას კიდევ ხომ არ აპირებ?

- ჯერჯერობით - არა, მაგრამ პირველად თქვენ გამოგიტყდებით, რომ უახლოეს მომავალში ზაზა ორაშვილის

რეჟისორობით, მერაბ სეფაშვილთან ერთად კლიპის გადაღებას ვაპირებ.

- თუ არ ვცდები, შენს ანგარიშზე ერთი კლიპი უკვე არის, ხომ?

- ჩემს ანგარიშზე მხოლოდ ერთი კლიპი არაა, მაგრამ ქართველმა მაყურებელმა აკაკი სახელაშვილის რეჟისორობით გადაღებული კლიპით (ტექსტის ავტორი - ნანა ცინცაძე, კომპოზიტორი - ზაზა ხუბუკელაშვილი) გამიცნო.

- დიანა, რუსულ შოუბიზნესში თავის დამკვიდრებას არ ცდილობ?

- ძალიან ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა, მაგრამ ჯერჯერობით, სხვადასხვა მიზეზის გამო, რუსულ ესტრადაზე თავის დამკვიდრების მცდელობისგან თავს ვიკავებ.

- რომელიმე მუსიკალურ კონკურსზე თუ გიცდია ბედი?

- ადრეულ ასაკში ბევრ კონკურსში ვმონაწილეობდი და ბევრი პრიზიც მაქვს, მაგრამ ახლა კონკურსებში მონაწილეობით თავს არ ვიწუხებ. ისე, თუკი რაიმე სერიოზული კონკურსი იქნება, შეიძლება, ჩავერთო კიდეც...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება