შარლიზ ტერონი ფერმერს ხვდება

შარლიზ ტერონი ფერმერს ხვდება

ჰოლივუდის მსახიობმა შარლიზ ტერონმა, რომელიც ცოტა ხნის წინ სტიუარტ თაუნსენდს დაშორდა, უკვე ახალი რომანი გააბა.

რამდენიმე დღის წინ შარლიზი თავის ძველ საყვარელ კიანუ რივზთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში ნახეს. რომანტიკული ვახშმის შემდეგ წყვილი ერთმანეთს ეალერსებოდა. თუმცა მსახიობი დროს ახლა უკვე სხვა მამაკაცთან ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ტერონი თაუნსენდთან თითქმის 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მისი შემცვლელის პოვნა მოკლე დროში არ გასჭირვებია. მისი რჩეული 45 წლის მსახიობი ერიკ ტელია, რომელიც ფილმებში: "ლიფტი", "პირისპირ" და "კარგი ბიჭი" მონაწილეობს.

"მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. ის ფერმერია და საკუთარი მეურნეობა აქვს, მას ბოსტნეული მოჰყავს. შარლიზიც ფერმაში იზრდებოდა, როცა სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა. ისინი ხშირად ნიუ-იორკის ჩრდილოეთით, ერიკის ფერმაში მიდიან და იქ შესანიშნავად გრძნობენ თავს. ერიკი თავადაც ძალიან კარგი ადამიანია და  კიანუ რივზს არაფრით ჩამოუვარდება", - ყვება წყვილის მეგობარი.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება