კუსტურიცამ თურქეთის კინოფესტივალი სკანდალურად დატოვა

კუსტურიცამ თურქეთის კინოფესტივალი სკანდალურად დატოვა

რეჟისორმა ემირ კუსტურიცამ ანტალიაში "ოქროს ფორთოხალის" კინოფესტივალის ჟიური დატოვა, რადგან ის ბოსნიაში სერბების მიერ მუსლიმანთა გენოციდის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. კუსტურიცამ პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ შესაძლოა მან არაკორექტული განცხადება გააკეთა, მაგრამ თავის მართლებას არ აპირებს.

როგორც სააგენტო "Anatolia" იტყობინება, ანტალიაში კუსტურიცას ჩასვლასთან დაკავშირებით მიტინგი გაიმართა, რომელშიც თურქი ნაციონალისტები და თურქულ-ბოსნიური კულტურული ასოციაციის წევრები მონაწილეობდნენ. რეჟისორი 1992-1995 წლებში ბოსნიის ომის დროს ეთნიკური წმენდისა და სრებრენიცაში მუსლიმანთა მასობრივი მკვლელობის გამართლებაში დაადანაშაულეს.

გარდა ამისა, კუსტურიცას იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩსა და არკანის სახელით ცნობილ სერბეთის სამხედრო ფორმირების მეთაურ ჟელკო რაჟნატოვიჩთან მეგობრობაც შეახსენეს. ორივე მათგანს სამხედრო დანაშაულებებში ედებოდათ ბრალი. მილოშევიჩი 2006 წელს ჰააგის ტრიბუნალის ციხის საკანში გარდაიცვალა, რაჟნატოვიჩი კი 2000 წელს ბელგრადში მოკლეს.

ფესტივალზე კუსტურიცას მიწვევის გამო, მასში მონაწილეობაზე თურქეთის კულტურის მინისტრმა ერტუგრულ გიუნაიმ და თურქმა რეჟისორმა სემიჰ კაპლანოღლუმ უარი თქვეს.

ბრალდებების საპასუხოდ კუსტურიცამ განაცხადა, რომ იუგოსლავიის ერთიანობას ყოველთვის მხარს უჭერდა.

მომზადებულია Anatolia-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება