შვარცენეგერისთვის ღამით ტრეტიაკოვის გალერეა გახსნეს

შვარცენეგერისთვის ღამით ტრეტიაკოვის გალერეა გახსნეს

მოსკოვში სტუმრად მყოფი არნოლდ შვარცენეგერისთვის ტრეტიაკოვის გალერეა ღამით გახსნეს. მუზეუმში ექსკურსიის დროს "ტერმინატორზე" განსაკუთრებული შთაბეჭდილება ალექსანდრ ივანოვის სურათმა "ქრისტეს გამოცხადებამ" მოახდინა.

თუკი მოსკოვში წინა ვიზიტების დროს არნის რუსეთის დედაქალაქის დასათვალიერებლად დრო არასდროს რჩებოდა და მხოლოდ კრემლისა და წითელი მოედნის ხილვით შემოიფარგლებოდა, ამჯერად კალიფორნიის გუბერნატორმა მოსკოვის კულტურული ფასეულობების შესაცნობად მოიცალა.

რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ არნი ტრეტიაკოვის გალერეაში გაეშურა, სადაც მას ბიზნეს-ელიტისა და ხელოვნების სფეროს მოღვაწეები ელოდნენ.

Video

შვარცენეგერისთვის ღამით ტრეტიაკოვის გალერეა გახსნეს

"დავათვალიერე სურათები და ვაღიარებ, ასეთი არაფერი მინახავს. მომხიბლა ფერთა შერჩევის ოსტატობამ და ემოციამ, - განაცხადა არნიმ მუზეუმში ექსკურსიის შემდეგ, - ყველაზე მეტად კი ალექსანდრ ივანოვის სურათმა გამაოცა, სადაც იესო ქრისტეს გამოცხადებაა ასახული. რამდენი ადამიანია მასზე გამოსახული? როგორ შეიძლება ასეთი კოლოსალური სამუშაოს შესრულება?", - გაოცებას ვერ მალავდა შვარცენეგერი. 

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება