რობი უილიამსი: "მინდა, ჩემი ვაჟი გეი იყოს"

რობი უილიამსი: "მინდა, ჩემი ვაჟი გეი იყოს"

რობი უილიამსი ბოლო დროს ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა: "Take That"-ში დაბრუნება, აიდა ფილდთან ქორწინება და აი, ბოლოს მომავალი ვაჟის აღზრდის მეთოდის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადება.

რამდენიმე დღის წინ რადიო "Kyle and Jackie O Show"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რობი უილიამსმა განაცხადა: "მინდა, ჩემი შვილი გეი იყოს! მე და აიდამ ეს საკითხი უკვე განვიხილეთ და ის ჩემს მოსაზრებას ეთანხმება. ამასთან, სულერთია: ვაჟი გვეყოლება, თუ გოგონა, ჰომოსექსუალიზმი დღითიდღე სრულიად ნორმალური მოვლენა ხდება."

მომავალზე საუბრისას რობიმ აღნიშნა: "ყოველთვის მინდოდა ვაჟი მყოლოდა, თუმცა სულაც არ მეწყინება თუ გოგონა გვეყოლება. ვაჟს აუცილებლად ფეხბურთის თამაშს ვასწავლი, გოგონას კი სიცოცხლის ბოლომდე დავიცავ".

ჟურნალისტის კითხვაზე ფეხმძიმედ ხომ არ არის აიდა, მომღერალმა კატეგორიულად იუარა.

რობი უილიმსმა ასევე აღნიშნა, რომ ის და მისი მეუღლე ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მეთოდის გამოყენებას აპირებენ, რათა შთამომავლობის ყოლის შანსები გაზარდონ.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება