ჯეიმს კამერონი ანჯელინა ჯოლის კლეოპატრად გარდაქმნის

ჯეიმს კამერონი ანჯელინა ჯოლის კლეოპატრად გარდაქმნის

კომპანია "Sony Pictures Entertainment"-ი ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას ბიოგრაფიას 3D ფორმატში გადაიღებს, იტყობინება ინტერნეტ-პორტალი "Deadline"-ი.

ფილმის სცენარი ამერიკელი მწერლის სტეისი შიფის 2009 წელს გამოქვეყნებულ ბიოგრაფიულ წიგნს - "კლეოპატრა: ცხოვრება" (Cleopatra: A Life), ეყრდნობა. სცენარის ავტორი ბრაიან ჰელგელენდია, რომელიც ასევე რიდლის სკოტის "რობინ ჰუდის", "მატარებელ 123-ის სახიფათო მგზავრებისა" და "ლოს-ანჯელესის საიდუმლოებების" სცენარებზე მუშაობდა.

ფილმის რეჟისორი ჯეიმს კემერონი იქნება. თავად კლეოპატრას როლს, სავარაუდოდ, ანჯელინა ჯოლი შეასრულებს. თუმცა არც რეჟისორს და არც ანჯელინა ჯოლის პროექტში მონაწილეობაზე ოფიციალური თანხმობა არ განუცხადებიათ. "Sony Pictures"-ი გადაღებების დაწყებას 2011 წლისთვის აპირებს.

კინემატოგრაფისტებს კლეოპატრა ყოველთვის აინტერესებდათ. ეგვიპტის დედოფალი კინო-გმირი არაერთხელ გამხდარა. მათგან ყველაზე ცნობილია "1963 წელს გადაღებული "კლეოპატრა", რომელშიც მთავარ როლს ელიზაბეტ ტეილორი ასრულებს.

მომზადებულია Deadline-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება