ბიკინიში მოცეკვავე მოდელებს პარტნიორობას სკამები უწევდნენ

ბიკინიში მოცეკვავე მოდელებს პარტნიორობას სკამები უწევდნენ

20 წლის მოდელი, "მეორე ვიცე-მის იუნიორი საქართველო" - ნინო ჯანიძე ახლახან პოლონეთიდან დაბრუნდა, სადაც "მის სუპრანაციონალის" კონკურსზე (რომლის ორგანიზატორიც პანამა გახლდათ) საქართველოს სახელით წარდგა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი მენეჯერები გოგონას წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, საბოლოო ჯამში, ნინო საუკეთესო ოცეულშიც ვერ მოხვდა. კონკურსის გამარჯვებული "მის პანამა" გახდა.

- "მის იუნიორ საქართველოზე" "მეორე ვიცე-მისი" გავხდი. "მის იუნიორი" - ელენე გამყრელიძე გარკვეული პრობლემის გამო (პასპორტი არ ჰქონდა), საერთაშორისო კონკურსზე ვერ გაემგზავრა, ამიტომ წასვლა მე მომიხდა.

- ალბათ ეს შენთვისაც მოულოდნელი იყო, არა?

- მართლაც, ძალიან მოულოდნელი იყო და თანაც, ელენეს მიმართ რაღაცნაირი, დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა. როცა მითხრეს, - კონკურსზე უნდა გაემგზავროო, მაშინვე დავურეკე. ელენემ მითხრა: ეს შანსი უნდა გამოიყენო და "მის სუპრანაციონალზე" საქართველო უნდა წარადგინოო... ადრე "მის ბორჯომის" კონკურსის გამარჯვებული გახლდით და საბერძნეთში "მის ტურიზმ-პლანეტზე" უნდა წავსულიყავი. მიწვევაც მქონდა, ჩემი სურათები საიტზეც იყო მოთავსებული, მაგრამ ვიზის უქონლობის გამო ვერ გავემგზავრე. კონსული ძალიან უსამართლოდ მომექცა - ის მიზეზი არ გვაკმაყოფილებს, რის გამოც საბერძნეთში მიემგზავრებიო (იცინის). მსგავსი არაფერი გამიგონია.

- კარგი, ახლა პოლონეთში გამართულ კონკურსზე გვიამბე.

- როცა კონკურსზე 60 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად გადიხარ, მიმაჩნია, რომ მთავარი მონაწილეობა კი არაა (როგორც ხშირად აღნიშნავენ), არამედ - წარმატების მიღწევა. პოლონეთში ძალიან ბევრი კონკურსანტის მენეჯერი კომპლიმენტს მეუბნებოდა და აღნიშნავდა, რომ გამარჯვების შანსი მქონდა. მირჩევდნენ, - შენი თავი მაქსიმალურად წარმოაჩინეო. მათი მხარდაჭერა ჩემს იმედებს კიდევ უფრო ამყარებდა, მაგრამ მოულოდნელად, ყველაფერი კრახით დასრულდა.

- შენი აზრით, წარუმატებლობის მიზეზი რა იყო? კონკურსზე საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენა ვერ შეძელი?

- საერთოდ, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, იქ კონკურსანტებს რა კრიტერიუმებით აფასებენ: ფინალის მიღმა ძალიან ბევრი ლამაზი გოგონა დარჩა, ბევრი კი ფინალში უსამართლოდ გაიყვანეს. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. კონკურსანტები ვმსჯელობდით ხოლმე, თუ ვინ შეიძლებოდა, ფინალში მოხვედრილიყო. ხუთეულში ისეთი კონკურსანტი მოხვდა, რომელზეც ამას ვერც კი ვიფიქრებდით. ჩემთვის მთავარია ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის სიყვარული მოვიპოვე - ამას ყოველდღე ვგრძნობდი, სხვათა შორის - კონკურსანტების მხრიდანაც. ჩინელმა კონკურსანტმა ჩინურის გარდა, არც ერთი ენა არ იცოდა, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთს თბილად ვესალმებოდით, ვეფერებოდით. რატომღაც, მას ინდოელი ვეგონე და ვერაფრით ავუხსენი, რომ "ჯორჯია" ინდოეთში არ არის. ჩინელი კონკურსანტი გეოგრაფიასთან, ცოტა არ იყოს, მწყრალად გახლდათ (იცინის). ზოგს პორტუგალიელი ვეგონე...

- ინგლისური ენის უცოდინარობა კონკურსანტს პრობლემას უქმნის?

- კი, ეს ძალიან დიდი ბარიერია. მე გერმანული და რუსული ვიცი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პოლონური ენის თარჯიმნადაც "დამნიშნეს" (იცინის).

- პოლონურიც იცი?

- მამაჩემი პოლონეთის მოქალაქეა. როცა საქართველოში ჩამოდიოდა და პოლონურად ლაპარაკობდა, რაღაცები მესმოდა, მაგრამ ამ ენაზე ლაპარაკი არასოდეს მიცდია. თუმცა, როცა გამიჭირდა (კონკურსზე ინგლისურად ვერ ვსაუბრობდი), პოლონურადაც ავლაპარაკდი (იცინის). ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ნაციონალური კაბის კონკურსი გაიმართა, სადაც "მის ნაციონალური კაბა" გამოვლინდა. სცენა ღია ცის ქვეშ იყო მოწყობილი და კონკურსს დაახლოებით, 5000 მაყურებელი ესწრებოდა. მე მაკა ვეკუას კაბა მეცვა, რომელმაც დიდი ეფექტი მოახდინა. თან, მაყურებელს საკუთარი თავი პოლონურ ენაზე წარვუდგინე, რასაც ისეთი ოვაცია მოჰყვა, რომ ლაპარაკი სამჯერ შევწყვიტე! იმ მომენტში, ჩემთვის ეს უფრო დიდი წარმატება იყო, ვიდრე "მის ნაციონალური კაბის" ტიტულის დაუფლება!.. სხვათა შორის, კონკურსანტებს შორის ყველაზე გამხდარი ვიყავი და პოლონეთში ყოფნისას მივხვდი, რომ რაც უფრო "დიდი" ხარ, უკეთესია (იცინის). ჰოდა, ვცდილობდი, ფინალამდე წონაში ცოტათი მომემატებინა...

- კონკურსზე წარუმატებლობის გამო გულდაწყვეტილი ხარ?

- არ მინერვიულია, მაგრამ გული დამწყდა - მეგონა, ხუთეულში მაინც მოვხვდებოდი. მერე ვფიქრობდი, ნომინაციაში - "მის ელეგანტურობა" გავიმარჯვებდი. სხვათა შორის, ასეთ ვარაუდს სხვებიც გამოთქვამდნენ, მაგრამ ნომინაციებიც უცნაურად "დარიგდა". მაგალითად, "მის ბოდი" ბიკინის უნდა "ავსებდეს", კონკურსზე კი ამ ნომინაციისთვის შეუსაბამო გოგონამ გაიმარჯვა. ზოგადად, კონკურსი ძალიან კარგად ორგანიზებული იყო - შეიძლება, ისეთი ფინალი "მის მსოფლიოს" არ ჰქონდეს! ეს გახლდათ შოუ: ჩვენ ბიკინებით, ნაციონალური და საღამოს კაბებით სცენაზე ცეკვით გავდიოდით. გოგონები 3 ჯგუფად დაგვყვეს: ვინც კარგად ცეკვავდა, ვინც საშუალო დონეზე ცეკვავდა და ვისაც ცეკვა საერთოდ არ შეეძლო. საბედნიეროდ, იმ კატეგორიაში მოვხვდი, ვისაც ყველაზე რთული ცეკვა უნდა შეესრულებინა და ეს რთული ცეკვა ტანგო გახლდათ!

- ტანგო - პარტნიორის გარეშე?

- დიახ, ტანგო პარტნიორების გარეშე ვიცეკვეთ - სკამებთან. ყველაფერი ძალიან ლამაზი გამოვიდა!

- "მის პანამა" ცეკვის რომელ ჯგუფში იყო?

- ნაციონალური კაბის წარდგენისას, მე ცეკვის მეორე ჯგუფში ვიყავი, რადგან ისეთი კაბა მეცვა, რომ აქტიურად მოძრაობას ვერ მოვახერხებდი. "მის პანამა" ჩემზე უარეს დღეში იყო - მე ხელები მაინც მქონდა თავისუფალი... ტანგო ბიკინიში გამოწყობილებმა ვიცეკვეთ და საღამოს კაბებითაც ულამაზესი ცეკვა შევასრულეთ. ძალიან ძლიერი ქორეოგრაფი გვყავდა: 2 დღეში 62 გოგონას არაჩვეულებრივი ცეკვები დაგვადგმევინა!

- პოლონეთში საინტერესო შეთავაზება ხომ არ მიიღე?

- მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვერ გავედი, სარეკლამო სააგენტოებისგან მართლაც, საინტერესო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე - პოლონეთში 1 წლის განმავლობაში უნდა დავრჩენილიყავი.

- რატომ არ დარჩი?

- ვსწავლობ, ვმუშაობ... ამიტომ დარჩენაზე არ მიფიქრია. თუმცა სასიხარულოა, როცა ვიღაც გამჩნევს, შენით ინტერესდება.

- სად სწავლობ, სად მუშაობ?

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ და პარალელურად, ერთ-ერთ ჟურნალში ვმუშაობ. მოკლედ, ძალიან დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობ. რა ვქნა, დროის უქმად გატარებით დაღლას, ასე ცხოვრება მირჩევნია.

- დრო პირადი ცხოვრებისთვისაც არ გრჩება?

- მართალია, ამბობენ ხოლმე, - პირადი ცხოვრებისათვის ვერ ვიცლიო, მაგრამ მე საყვარელი ადამიანისთვის დროს ყოველთვის გამოვნახავ.

- დღეს შენ გვერდით ასეთი ადამიანი არის?

- შეიძლება, ბანალურად ჟღერს, მაგრამ დღეს გვერდით მყავს ისეთი ადამიანი, როგორიც სანთლით უნდა ეძებო! ის ყოველთვის იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გამახაროს, მასიამოვნოს და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს! სხვათა შორის, მისთვის ეს არასოდეს გამიმხელია...

- დარწმუნებული ვარ, ეს "აღიარება" შენს რჩეულს ძალიან გაახარებს... დიდი ხანია, რაც მოდელი ხარ?

- როგორც აღვნიშნე, "მის ბორჯომის" გამარჯვებული გავხდი, შემდეგ "მის საქართველო 2007"-ში ვმონაწილეობდი და ჩემი სამოდელო საქმიანობაც აქედან დაიწყო... სიმართლე გითხრათ, ჟურნალისტიკას მეტ ყურადღებას ვაქცევ, ვიდრე მოდელობას. მაიკო ზაალიშვილი ყოველთვის შენიშვნას მაძლევდა - სამოდელო სფეროში უფრო აქტიურად უნდა ჩაებაო. მოგეხსენებათ, საქართველოში გოგონას მოდელობას მშობლები, ძმები მაინცდამაინც არ მიესალმებიან, ჩემს შემთხვევაში პირიქითაა: ყველა მეხვეწება, ამ საქმეს სერიოზულად მივუდგე, მე კი არ მინდა (იცინის). ჩვენებებშიც იშვიათად ვმონაწილეობ. მირჩევნია, ჟურნალისტობით გავითქვა სახელი, ვიდრე - მოდელობით. ყველაზე მეტად ის არ მომწონს, რომ საქართველოში მოდელს ცუდი რეპუტაცია აქვს: მიაჩნიათ, რომ მოდელი მხოლოდ ლამაზია, სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მიღმა კი "სიცარიელეა". ვცდილობ, დავამტკიცო, რომ ეს ასე არ არის! არ შეიძლება, ყველანი "ერთი სიმაღლის თაროზე მოგვათავსონ".

- დაბოლოს, ცოტა რამ შენს ოჯახზეც გვითხარი.

- ოთხი დედმამიშვილი ვართ: 2 და და 2 ძმა. უფროსი ძმა უკრაინაში მოღვაწეობს, დიზაინერია. ჩემი და, უმცროსი ძმა და მამა პოლონეთის მოქალაქეები არიან. პოლონეთში გამგზავრებასა და იქ სწავლას მეც ვაპირებდი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოში დავრჩი. ისე, ბაკურიანელი ვარ. დედაჩემი ლარისა ივანოვნაა და სხვათა შორის, სასტუმრო "მიმინოს" გახსნა სურს (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება