"მამაკაცების უმრავლესობა ნამდვილად ღირსია "გაკერილი ქალის"

   "მამაკაცების უმრავლესობა ნამდვილად ღირსია "გაკერილი ქალის"

25 წლის მსახიობ ანა სანაიას საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი. ანა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე გულწრფელად გვესაუბრება...

- კარგია, როდესაც პოპულარული ხარ და ქუჩაში გცნობენ. ეს ამბავი ძალიან მსიამოვნებს. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, კაპიუშონიანი სამოსი და დიდი სათვალე შევიძინეთ, ქუჩაში ხალხმა რომ არ გვიცნოსო. ვინც ამას ამბობს და აკეთებს, მსოფლიოში ყველაზე დიდი გოიმია. როდესაც ვიღაც გიღიმის და გესალმება, ამას რა სჯობს? თან საქართველოში არ არის ისეთი სიტუაცია, აკვალანგში დასამალი გახდე. არავინ არავის მისდევს და არც გაუპატიურებას უპირებს. ასე რომ, დაწყნარდნენ და სისულელეებს თავი დაანებონ

- ტელესერიალი "ჩვენი ოფისი" როდის განახლდება?

- ეს ტელესერიალი დაიხურა. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში სერიალის 5-წლიანი პერიოდი დასრულდა. ჯერჯერობით არ ვიცი, რას გავაკეთებ და სად ვიმუშავებ...

- რატომ დაიხურა?

- რა ვიცი, "ჩვენი ოფისი" მარადიული ტელესერიალი "სანტა-ბარბარა" რომ არ იქნებოდა, ყველამ ვიცოდით... მართალია, ძალიან მიყვარდა მთელი კოლექტივი, მაგრამ რა გაეწყობა?! მთავარია, რომ ყველა "ჩვენს ოფისელთან" ვმეგობრობ.

- რას აპირებ სამომავლოდ?

- ინგლისურ ენაზე დავდივარ, ვვარჯიშობ, ფორმაში რომ ვიყო... რასაც ტელესერიალის გამო ვერ ვასწრებდი, ახლა ვაკეთებ. ვკითხულობ, დავდივარ  დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან და ვფიქრობ ჩემს მომავალზე.

- კინორეჟისორებისგან არ გაქვს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- წინასწარ ვერაფერს გეტყვით. კარგი ფილმის გადაღებას დრო, დიდი ფული და  ბევრი მუშაობა სჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოში ფილმების არსი ადამიანის გაშიშვლებაზეა დაყვანილი. რეჟისორები ფიქრობენ, რომ ვიღაცის გაშიშვლებით ხალხს მიიზიდავენ და უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება. საქართველოში სიშიშვლე ესთეტიკამდე არავის აჰყავს. ამიტომაც რეაგირებს ქართველი მაყურებელი სიშიშვლეზე მწყრალად.

თუმცა, ფაქტია, რომ დღეს შორენა ბეგაშვილი ყველაზე ძვირად ღირებული მსახიობია საქართველოში. თუ გავშიშვლდები ფილმში, მეც გავძვირდები. რადგან საქართველოში სიშიშვლე კარგად იყიდება, ეს გათვალა შორენა ბეგაშვილმა და ის ჩემს თვალში "ჯიგარია", სიტუაციას "გაარტყა". საქართველოში შიშველი სხეულისა და ხელოვნური მკერდის გამოჩენაში კარგად იხდიან.

- შენ თუ გაშიშვლდები ფილმში?

- ულამაზესი მკერდი მაქვს და რომ გავშიშვლდე, საზოგადოება ჩემს სიშიშვლეს ესთეტიკურად აღიქვამს და არა "პახაბნად", მაგრამ მაინც არასდროს გავშიშვლდები...

- რატომ?

- ხომ ვთქვი, რომ ლამაზი მკერდი მაქვს, მაგრამ მირჩევნია ჩემი ნიჭი დავანახვო საზოგადოებას, ვიდრე შიშველი მკერდი. მიმზიდველი ვარ, მაგრამ არა - ვულგარული. რაც მთავარია, რეჟისორებმა კარგად იციან, ეროტიკულ სცენებში სათამაშოდ ვინ მიიწვიონ. დარწმუნებული ვარ, ამისთვის მე არავინ დამიძახებს.

- თუმცა ტელესერიალ "ჩვენს ოფისში" შენს "მეუღლეს" - მსახიობ ვანო თარხნიშვილს ტუჩებში ჰკოცნიდი, რის გამოც საზოგადოების ნაწილი გაღიზიანდა...

- როდესაც ცოლის როლში ხარ და 400-მდე სერიაში გიწევს თამაში, მოგიწევს ტუჩებში კოცნის სცენის თამაში. ეს ყველა ნირმალურ ოჯახში ხდება. მართალია, ზოგი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ზედაც არ უყურებს, ქმრები ცოლებს სცემენ კიდეც, მაგრამ ჩვენ ნორმალური ცოლ-ქმრის თამაში გვიწევდა და რატომაც არ უნდა გვეკოცნა ერთმანეთისთვის?

- დრუპისნაირ მამასთან ერთად იცხოვრებდი?

- არა. მე სხვანაირი მამა მყავს და დარწმუნებული ვარ, "დრუპის" გმირისნაირ მამას ვერ შევეგუებოდი. როგორია, მამამ "შე ჩემა" მეძახოს,  ჩემს ქმარს კი - პედერასტი, ამას ვინ შეეგუება? თუმცა ასეთი მამებიც არსებობენ..

- საინტერესო ადამიანი ხარ, როგორც ვიცი, საკუთარი ქორწილიც კი ჩაშალე...

- ერთი წლის წინ დავიფიცე, რომ ამ თემაზე აღარასდროს ვისაუბრებდი. ისე, თუ გსმენიათ, რომ საქართველოში გოგო ქორწილიდან გაქცეულიყოს?

- ცნობილი ადამიანებიდან მხოლოდ შენზე და ჟურნალისტ ნინო დარასელზე მსმენია... როგორც ვიცი, ჯგუფ "მგზავრების" სოლისტ გიგი დედალამაზიშვილს გამოექეცი ქორწილიდან...

- დიახ. ეს დაახლოებით 4 წლის წინ მოხდა. მე და გიგის 2 წელი გვიყვარდა ერთმანეთი. ქორწილის დღე დანიშნული იყო, საქორწინო კაბაც ნაყიდი მქონდა, მაგრამ ჩავშალე.

- უცებ მიიღე ეს გადაწყვეტილება?

- ქორწილის დღეს არ მიმიღია. ამ დღეს, უბრალოდ, დავაგვირგვინე.

- ამჟამად შენ და გიგის როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ნორმალური.

- ბევრი მამაკაცი ქალს ასეთ შეურაცხყოფას არ აპატიებს...

- გიგის ჩემ წინააღმდეგ ცუდი არაფერი ჩაუდენია. ისე, ეს გიგის ჰკითხეთ და ის გიპასუხებთ, რას განიცდიდა იმ პერიოდში ჩემ მიმართ.

- არ ნანობ?

- არა, რას ამბობთ, რომელ სინანულზეა ლაპარაკი?

- გიგის სიმღერებს რომ უსმენ, გული ხომ არ გწყდება?

- არა.

- ამჟამად შეყვარებული არ ხარ?

- უამრავი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ ვერავის დავუკავშირე ცხოვრება. მიმაჩნია, რომ ჯერ არ ვარ სიყვარულისთვის მზად.

- ჩაშლილი ქორწილის შემდეგ აღარავინ გყვარებია?

- კი. ერთხელ "შემოიარა" ჩემთან სიყვარულმა, მაგრამ ეს ისტორია ცუდად დასრულდა. ახლა ველოდები ახალ სიყვარულს. გიჟურად მიყვარს ეს გრძნობა. მიმაჩნია, რომ უკანასკნელი გოგო ვარ, ვისაც სიყვარულის უზომოდ სჯერა. შეყვარებული უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. სულ მინდა, შეყვარებული ვიყო. არადა, მხოლოდ ერთხელ ვიყავი შეყვარებული. დანარჩენი ურთიერთობა კი აბსურდი იყო. მიუხედავად, იმისა, რომ ჩემი სიყვარული ცუდად დამთავრდა, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ეს გრძნობა გამოცდილი მაქვს. 25 წლის ვარ და უკვე იმდენი რაღაც გამოვიარე, აღარაფერი მიკვირს, ლოიალური და ლიბერალური გავხდი. დღევანდელი დღით ვცხოვრობ, წარსულითა და მომავლის იმედით - აღარ...

- მამაკაცის გამო შური თუ გიძიებია?

- თუ ადამიანი მიმატოვებს, რაც ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ხდება, ამის მიზეზს საკუთარ თავში ვეძებ და მას არ ვადანაშაულებ. ჩემს მოქმედებას ყოველთვის ვაანალიზებ და შეცდომებსაც ვაღიარებ. ამის გაკეთება ბევრ ქალს უჭირს. საერთოდ ქართველ ქალებს შინაგანად ძალიან უჭირთ. ამას წინათ შევიტყვე, სტატისტიკური მონაცემებით, ქალები ყველაზე ხშირად ცხვირის ოპერაციას იკეთებენ, მეორე ადგილზე კი საქალწულე აპკის აღდგენააო.. გაგიკვირდებათ და ამას მივესალმები.

- მიესალმები?

- დიახ! თუ ქალი ასეთ რაღაცას უკეთებს მამაკაცს, ეს მამაკაცი ამის ღირსია. სწორედ კაცის ბრალია, რომ ქალი ასეთ რაღაცას აკეთებს. მამაკაცებმა მიიყვანეს ქალები აქამდე. მამაკაცების უმრავლესობა ნამდვილად ღირსია "გაკერილი" ქალის. ამას წინათ ერთმა ხმამაღლა განაცხადა, ეგღა მაკლია სხვისი ნახმარი ქალი ცოლად შევირთო, ქალი კი არა, ასეთი წინდაც არ მინდაო. ასეთ მამაკაცს საბოლოოდ კარგად "გაკერილი" ქალი შეხვდება.

- ამბობენ, რომ შენ და მსახიობ ვანო თარხნიშვილს რომანი გქონდათ...

- ვანოს მიმართ სიმპათია არასდროს მქონია. მეგობრობაც კი არ გამოგვდიოდა, მეტსაც გეტყვით, რამდენიმე თვე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ისე გვიღებდნენ სერიალში.

- კიდევ ხომ არ აპირებ ქორწილიდან გამოქცევას?

- ნათქვამი მაქვს, კიდევ ერთხელა გამოვიქცევი და მესამედ რომ მექნება ქორწილი, დავრჩები-მეთქი (იცინის).

- ქართველი ჯულია რობერტსი ხარ!

- ნამდვილად (იცინის)!

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება