ჰოლივუდის მსახიობმა კორტნი კოქსმა ერთ-ერთ ტელეარხს პირადი ცხოვრების შესახებ გულახდილი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში მან განაცხადა: "არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ერთი რამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, ჯერჯერობით მეუღლეს არ ვშორდები. ჩვენ უბრალოდ დროებით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება გადავწყვიტეთ, დამიჯერეთ, ამას დიდი სიმამაცე სჭირდება. ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგით, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ერთმანეთს დავშორდით".
ვარსკვლავების 11-წლიან ოჯახურ ცხოვრებას ბზარი ოქტომბრის დასაწყისში გაუჩნდა, როდესაც კოქსის მეუღლე დევიდმა საჯაროდ განაცხადა, რომ ცოლს ღალატობდა. მეუღლის გულახდილ აღიარებაზე კორტნის მშვიდი რეაქცია ჰქონდა, ყველაფერი ხუმრობად აღიქვა.
"ჩემთვის ეს შოკი არ ყოფილა. დევიდს ხალხის გართობა უყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ მისმა ისტორიამ მსმენელები ნამდვილად გაართო".
ამ განცხადების მიუხედავად, რამდენიმე კვირის შემდეგ სერიალ "მტაცებლების ქალაქის" გადაღებების დროს კორტნი მსახიობ ბრაიან ვან ჰოლმს ეარშიყებოდა. მოგვიანებით ისინი ერთ-ერთ კაფეში ერთად ნახეს.
მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.