მადონას ახალი საყვარლის დედა შვილის რომანს ვერ შეგუებია

მადონას ახალი საყვარლის დედა შვილის რომანს ვერ შეგუებია

როგორც ცნობილია მადონასა და მოდელ ხესუს ლუსის რომანი ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოპის დედოფლის ახალი ფავორიტი 24 წლის მოცეკვავე ბრაჰიმ ზაიბასია. რამდენიმე დღის წინ ბრაჰიმის დედა, რომელიც ფრანგია, ჟურნალისტებს შვილის რომანზე ესაუბრა. პატრისია ვიდალი ლიონში ცხოვრობს.

"ბრაჰიმმა დამირეკა და მითხრა, რომ შეყვარებული ჰყავს და ასაკობრივი სხვაობაც ახსენა. მე ვუპასუხე, რომ ამაში ცუდი არაფერია, მან კი გამიმეორა "არა დედა, შენ ვერ გამიგე, ჩემი შეყვარებული შენზე 8 წლით უფროსია და მას მადონა ქვია".

ქალბატონმა ვიდალმა განაცხადა, რომ იგი "ამ აზრს ჯერ ვერ შეგუებია". ”მადონა ხომ ვარსკვლავი ჯერ კიდევ ჩემი სკოლაში სწავლის დროს იყო”, - ამბობს ზაიბასის დედა.

24 წლის ბრაჰიმმა და 52 წლის მადონამ ერთმანეთი სექტემბერში ნიუ-იორკში გაიცნეს. მათი რომანი მალევე დაიწყო.. თუმცა, მათ ურთიერთობაში ბარიერებიც ბევრია: ბრაჰიმი ინგლისურად ცუდად ლაპარაკობს, მადონამ კი ფრანგული საეთოდ არ იცის. ბიჭი მუსულმანია, მადონა კი იუდაიზმის მიმდევარი. აღმოჩნდა, რომ არც ბრაჰიმს და არც დედამისს მადონას სიმღერები არ მოსწონთ.

ბრაჰიმის დედამ შვილები მუსულმანური წესით და მარტომ გაზარდა. დედა აღელვებულია იმის გამო, რომ ბიჭმა ცხოვრება არამუსულმანს დაუკავშირა. სამაგიეროდ ის დარწმუნებულია, რომ ბრაჰიმი მადონას შვილებთან საერთო ენის გამონახვას შეძლებს". ბრაჰიმს ჰყავდა უმცროსი და-ძმა და მათ გარემოცვაში თავს მშვენივრად გრძნობდა", - განაცხადა პატრისია ვიდალმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება