ლედი გაგამ ევროპულ ”MTV”-ზე 3 ჯილდო მიიღო

ლედი გაგამ ევროპულ ”MTV”-ზე 3 ჯილდო მიიღო

7 ნოემბრის ღამეს მადრიდში ევროპული"MTV”-ს ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, - იტყობინება Associated Press-ი.

ყველაზე მეტი ჯილდო ლედი გაგამ მიიღო. მან "საუკეთესო მომღერლის" "საუკეთესო პოპ-შემსრულებლის" და "საუკეთესო სიმღერის" ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო სიმღერად მისი "Bad Romance" დასახელდა. ლედი გაგა სულ 5 ნომინაციაში იყო წარდგენილი. 

ასევე 5 ნომინაციაში იყო წარმოდგენილი კეტი პერიც. მან მხოლოდ "საუკეთესო ვიდეოსთვის" ("California Gurls") მიიღო ჯილდო.

დაჯილდოვებულებს შორის აღმოჩნდნენ: ჯასტინ ბიბერი, მან ორ ნომინაციაში გაიმარჯვა; "ლინკინ პარკი"- ჯგუფმა საუკეთესო საკონცერტო გამოსვლითვის მიიღო ჯილდო; საუკეთესო როკ-შემსრულებლებად "Thirty Seconds to Mars" დასახელდა; საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის შემსრულებლად კი Paramore აღიარეს.

გარდა ამისა, ”MTV"-ს ჯილდო მიიღეს ემინემმა და ენრიკე იგლესიასმა. წლის საუკეთესო ახალ მომღერლად კეშა დასახელდა. ხოლო საუკეთესო მსოფლიო ტურნესთვის ჯილდო ჯგუფმა "Tokio Hotel" -მა მიიღო.

ევროპული "MTV"-ს ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი მუსიკალური არხის ყველაზე დიდი ღონისძიებაა. ცერემონია ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქალაქებში იმართება.

მომზადებულია  Associated Press-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება