ჰოლივუდის წყვილმა მაიკლ დუგლასმა და კეტრინ ზეტა ჯონსმა 5.1 მლნ დოლარად ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ბედფორდთან ახლოს მდიდრული სახლი შეიძინა.
სახლში 5 საძინებელი და 5 აბაზანაა. ორსართულიანი სახლის მთლიანი ფართობი კი 585 კვ.მ -ია. შენობაში ასევე დიდი სასტუმრო ოთახი, სასადილო და ბიბლიოთეკაა.
მაიკლ დუგლასს ახლახანს ხორხის სიმსივნე აღმოაჩნდა. მსახიობმა ყველა გადაღება და მოგზაურობა გადადო. ის სიცოცხლისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს. ექიმები ორ პროგნოზს იძლევიან - ოპტიმისტურს და რეალურს. პირველის თანახმად, მაიკლი შესაძლოა გადარჩეს. ექიმებმა მას ქიმიოთერაპიის ორთვიანი კურსი დაუნიშნეს. მკურნალობის დაწყებიდან ერთ კვირაში გასინჯვის შემდეგ ექიმებმა მისი შანსები 80%-მდე შეაფასეს.
მეორე პროგნოზით, მაიკლი ზამთრამდე იცოცხლებს. საქმე ის არის, რომ ხორხის კიბოს დიაგნოზი ექიმებმა მას ძალიან გვიან დაუსვეს. სწორედ ამიტომაც ისინი ახლა ფხიზლობენ - გამოუსწორებელი შეცდომის აღიარება არ სურთ.
"სამწუხაროდ, სიმსივნე ავთვისებიანია. მიუხედავად გვერდითი მოვლენებისა, იძულებულნი ვართ, რადიაციით მკურნალობის მეთოდს მივმართოთ, - განაცხადეს ექიმებმა, - მაგრამ ეს დაავადების შეჩერების ერთადერთი გზაა".
ამერიკელ მსახიობს და პროდუსერს მაიკლ დუგლასს მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში "უოლ სტრიტი"; "ძირითადი ინსტინქტი" ; "თამაში". მას ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ”ოსკარი” ორჯერ აქვს მიღებული.
მისი მეუღლე კეტრინ ზეტა ჯონსი ასევე ოსკარის მფლობელი მსახიობია. კეტრინს მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: "ჩიკაგო" და "ზოროს ნიღაბი".
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.