კომპანია DreamWorks-მა განაცხადა, რომ აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის როლს ბიოგრაფიულ ფილმში "ლინკოლნი", მსახიობი დენიელ დეი-ლუისი (Daniel Day-Lewis) განასახიერებს. ამის შესახებ collider.com-ი წერს.
სურათის რეჟისორი სტივენ სპილბერგია.
მსახიობი დენიელ დეი-ლუისი ორი ოსკარის მფლობელია. ამერიკულმა კინოაკადემიამ იგი ფილმებისთვის "There Will Be Blood" და "My Left Foot" დააჯილდოვა.
ფილმი "ლინკოლნი" 2005 წელს გამოცემულ დორის კერნს გუდვინის (Doris Kearns Goodwin) წიგნზე "მეტოქეების გუნდი: აბრაამ ლინკოლნის პოლიტიკური გენია" იქნება დაფუძნებული. (Team of Rivals: The Political Genius of Abraham Lincoln).
ფილმისთვის სცენარს ამერიკელი დრამატურგი ტონი კუშნერი დაწერს.
ფილმის გადაღებები 2011 წლის შემოდგომიდან დაიწყება. სურათი კინოგაქირავებაში 2012 წელს უნდა გამოვიდეს.
მომზადებულია collider.com-ის მიხედვით.