საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პლასიდო დომინგო მოოქროვილი, ვერცხლის ნატვრის ხით დაასაჩუქრა. ლეგენდარული ესპანელი საოპერო ვარსკვლავი ილია მეორეს ბათუმში გუშინდელი კონცერტის შედეგ შეხვდა.
კონცერტს ორი ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალ-ყურს. მსოფლიო ვარსკვლავმა ცნობილი არიები ცნობილ ქართველ საოპერო მომღერლებთან ერთად შეასრულა. მას პარტნიორობას უწევდნენ ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე და ეთერ ლამორისი-ჭყონია. მათ მაყურებლისთვის მეგრული "ნანაც" იმღერეს.
კონცერტის ბოლოს მომღერალმა განაცხადა, რომ იგი თანხით საქველმოქმედო ფონდ "იავნანას"დაეხმარება.
პლასიდო დომინგომ აჭარა უკვე დატოვა.
ბათუმის აეროპორტი პლასიდო დომინგომ საკუთარი თვითმფრინავით დატოვა. მასთან ერთად გაემგზავრა ლადო ათანელიც.
გამგზავრების წინ, ცნობილმა ესპანელმა ტენორმა აღნიშნა, რომ საქართველოთი აღფრთოვანებულია. მისივე თქმით, ბათუმს იმ იმედით ტოვებს, რომ უახლოეს მომავალში დაბრუნდება.
პლასიდო დომინგო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ და აჭარის მთავრობის წევრებმა გააცილეს.