კამბოჯაში ტაძარს ანჯელინა ჯოლის სახელი დაარქვეს. ლაპარაკია კამბოჯის ცნობილ კომპლექს ანგკორ-ვატზე (Angkor Wat), რომელიც ღმერთ ვიშნუს სახელზეა აგებული.
როგორც ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან საუბრისას მსოფლიო ინდუიზმის საზოგადოების თავმჯდომარემ, რაჯან ზედმა (Rajan Zed) განაცხადა, მე-12 საუკუნის ნაგებობას ხალხი ანჯელინა ჯოლის ტაძარს ეძახის.
სწორედ ამ ტაძარში მიმდინარეობდა ფილმ "Lara Croft: Tomb Raider"-ის გადაღებები. გადაღებების შემდეგ ანჯელინამ ღატაკთა თავშესაფრიდან ბიჭი იშვილა. ეს მისი უფროსი შვილი მედოკსია და იგი 9 წლისაა.
"მოვუწოდებ ანჯელინა ჯოლის, რომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად იბრძოლოს. ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ტაძრის კომპლექსი შევინარჩუნოთ და იგი ვანდალებისგან და მძარცველებისგან დავიცვათ”, - განაცხადა რაჯან ზედმა.
ტაძრის კომპლექსი ანგკორ-ვატი მე-6- მე-12 საუკუნეებში აშენდა. კომპლექსი კამბოჯის პროვინცია სიემ რიპში (Siem Reap) მდებარეობს.
ანჯელინა ჯოლი საქველმოქმედო საქმიანობას დიდ ყურადღებას უთმობს. 2001 წლიდან იგი გაეროს კეთილი ნების ელჩია.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.