მადონას რუსი ბავშვის აყვანა სურს. ამის შესახებ ინფორმაცია "შერემეტევოს" აეროპორტის თანამშრომლმა გაავრცელა. ნათან ზეიდენი, რომელიც დოკუმენტების მიხედვით, "შვილად აყვანის აგენტია", მოსკოვში 15 ნოემბერს იმყოფებოდა.
როგორც ჩანს, მას ამ საქმის მოგვარება საიდუმლოდ სურდა. მადონას ოფიციალურ საიტზე მისი გაფრენის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. მადონას პრეს-მდივანმა ლიზ როზენბერგმაც განაცხადა, რომ "ამის შესახებ არაფერი იცოდა".
თუმცა, ფაქტია, რომ ნათანი მოსკოვში იმყოფებოდა. მას უკან გასაფრენი ბილეთი 18 რიცხვისთვის დქონდა დაჯავშნული. აეროპორტში ნათანს წამოსცდა, რომ მისი ვიზიტის მიზანი რამდენიმე ბავშვთა სახლის მონახულება იყო.
მადონამ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მეხუთე შვილი სურს. თავდაპირველად მას გოგონას გაჩენა უნდოდა, თუმცა ექიმებმა 51 წლის მომღერალს ასეთ სარისკო გადაწყვეტილებაზე უარის თქმა ურჩიეს. რატომ გადაწყვიტა მადონამ, რომ ბავშვი მოსკოვში ეშვილა? ადვოკატ პაველ ასტახოვის თქმით, ეს რუსეთში შვილის აყვანის მარტივი პროცედურებით აიხსნება.
"როცა მადონამ შვილად 4 წლის მერსი ჯეიმსი აიყვანა, მას პრობლემები შეექმნა. მომღერალს დევიდ ბანდა უკვე ჰყავდა ნაშვილები. მიუხედავად ამისა, მადონას ორჯერ მოუხდა სასამართლოზე იმის მტკიცება, რომ იგი დედის როლს თავს კარგად ართმევდა... ვფიქრობ, რომ აფრიკაში იგი შვილის ასაყვანად აღარ ჩავა. რუსეთი მშვენიერი ვარიანტია" - აცხადებენ მომღერლის გარემოცვაში.
მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.