ეგვიპტელი დიპლომატები და ჟურნალისტები ებრაელ სუპერმოდელ ბარ რაფაელის (Bar Refaeli) თავს "დაესხნენ".
საქმე ის არის, რომ მოდელი თავის საყვარელთან ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად, ცოტა ხნის წინ გიზაში, სინაიში და ეგვიპტის სხვა კურორტებზე იმყოფებოდა. მოდელმა ეგვიპტეს "საკმაოდ პრიმიტიული ადგილი" უწოდა.
ეგვიპტური მედიის აზრით, ისრაელი ყველა საშუალებას იყენებს, რომ ტურისტები სინაის პლაჟიდან თავისკენ, ეილათიში და ხაიფაში გადაიბიროს.
როგორც ებრაული გაზეთი "ედიოტ ახრონოტი" წერს, რაფაელის განცხადებასთან დაკავშირებით ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის მისამართით პროტესტი გამოხატა. საპასუხოდ ისრაელის დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ისინი "არც ბარ რაფაელის და არც მის განცხადებებს არ აკონტროლებენ".
მომზადებულია newsru.co.il-ის მიხედვით.