მადონამ სამეფო სამაჯური 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგად შეიძინა

მადონამ სამეფო სამაჯური 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგად შეიძინა

პოპ-ვარსკვლავმა მადონამ საკუთარ თავს მეფური საჩუქარი გაუკეთა: Sotheby's-ის აუქციონზე მომღერლის წარმომადგენელმა მისთვის 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგად 1952 წელს Cartier-ს დიზაინერული სახლის მიერ შექმნილი ონიქსითა და ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი ავაზას ფორმის სამაჯური შეიძინა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის ედვარდ VIII-ს მეუღლეს ეკუთვნოდა.

ედვარდ VIII დიდი ბრიტანეთის მეფე 1936 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო. ინგლისის მთავრობა მას ორჯერ განქორწინებულ დაბალი წრის წარმომადგენელ ამერიკელ უოლის სიმპსონთან დაქორწინების ნებას არ რთავდა, რის გამოც მან მეფობაზე უარი თქვა. მოგვიანებით მან უინძორის ჰერცოგის წოდება მიიღო.

"მეფის მოვალეობის შესრულება იმ ქალის დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე, რომელიც მიყვარდა, შეუძლებლად მიმაჩნდა", - განაცხადა ედვარდმა გადადგომის შემდეგ.

ტახტის მემკვიდრე პრინც დევიდსა (ბრიტანეთის მომავალი მეფე ედვარდ მერვე) და უოლის სიმპსონს შორის რომანი 30-იან წლებში დაიწყო და მაშინვე სენსაციად იქცა, რომელიც მსოფლიო პრესის ყურადღებას იპყრობდა. დევიდი უოლისს ყოველ მნიშვნელოვან დღესასწაულზე ძვირფასეულობას ჩუქნიდა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება