ნატალი პორტმანმა ინტერვიუს დროს სტრიპტიზი მოაწყო

ნატალი პორტმანმა ინტერვიუს დროს სტრიპტიზი მოაწყო

ნატალი პორტმანმა, რომლისგანაც ჟურნალმა New York Times Magazine-მა ინტერვიუ აიღო, ფოტოების გადაღების დროს აიწყვიტა. გრძელ, შავ კაბაში გამოწყობილმა ვარსკვლავმა ფოტოსესიის დროს საცვლებამდე გაიხადა.

მსახიობს ფოტოსესია იმიტომ შესთავაზეს, რომ წელს რამდენიმე სახასიათო პროექტში მიიღო მონაწილეობა: მსახიობმა ფილმში "შავი გედი" ლესბოსელი ბალერინას როლი შეასრულა. ხოლო კომედიაში  "თქვენო აღმატებულებავ" - მთლიანად გაშიშვლდა.

ამჯერად ჟურნალმა New York Times Magazine-მა პორტმანს საკმაოდ გულახდილი ფოტოსესია შესთავაზა და მსახიობიც უპრობლემოდ დათანხმდა. ვარსკვლავი შავ კაბაში პოზირებს, რომელსაც თანდათან იხდის.

თვითმხილველები აღფრთოვანდნენ. თავად პორტმანს კი ძალიან მოეწონა სექს-სიმბოლოს როლი.

ცოტა ხნის წინ ნატალის ტალანტი და მიმზიდველობა "Dior"-მაც დააფასა. მსახიობს ახალი არომატის "Miss Dior Cherie"-ის რეკლამა შესთავაზეს. 

"დიორის" მთავარმა პარფიუმერმა პორტმანს ქარიზმატული და ელეგანტური უწოდა. მსახიობს მალე ახალი ფოტოსესია ელოდება, რომელიც როგორც ამბობენ, საკმაოდ პროვოკაციული იქნება.

Video

ნატალი პორტმანმა ინტერვიუს დროს სტრიპტიზი მოაწყო

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება