ირანის სასამართლომ კინორეჟისორ ჯაფარ პანახის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ირანის სასამართლომ კინორეჟისორ ჯაფარ პანახის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ირანის სასამართლომ კინორეჟისორ ჯაფარ პანახის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 20 წლით საზღვრის გადაკვეთა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ "გაზეტა.რუ" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პატიმრობასა და ქვეყნიდან გაუსვლელობასთან ერთად 20 წლის განმავლობაში ფილმების გადაღება და სცენარების წერა აეკრძალა. მას სახელმწიფო განაჩენი 18 დეკემბერს გააგებინეს და 20 დღე აქვს სააპელაციოდ.

პანახი კანის, ვენეციის, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებული და ირანის ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია. ის ასევე ცნობილია მაჰმუდ აჰმადინეჯადის მწვავე კრიტიკით: რეჟისორმა ირანის პირველი პირი "ირანელი ერის დამცირებასა და საკუთარი ძალაუფლების თავსმოხვევაში" დაადანაშაულა.

2010 წლის მარტში პანახი დააპატიმრეს, თუმცა მაისში ხელისუფლებამ გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. კოლეგის დასაცავად ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები და რეჟისორები გამოვიდნენ, მათ შორის იყვნენ მარტინ სკორსეზე, სტივენ სპილბერგი, რობერტ დე ნირო. დეკემბერში კი ბერლინის კინოფესტვალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა ჯაფარ პანახის ბერლინალეს ჟიურის წევრობა შესთავაზა.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება