2010 წლის საუკეთესო ფილმები

2010 წლის საუკეთესო ფილმები

ტელეარხ BBC-ზე გადაცემა "Talking Movies"-ის წამყვანმა ტომ ბრუკმა, რომელიც კინოს სიახლეებს აშუქებს, 2010 წლის საუკეთესო ფილმების ათეული დაასახელა. რეიტინგის პირველი ადგილი დევიდ ფინჩერის "სოციალურმა ქსელმა" დაიკავა.

მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის შესახებ გადაღებული ფილმი, რომლის შემოსავალმაც წელს მსოფლიო გაქირავების შედეგად 192 მლნ დოლარი შეადგინა, კინოკრიტიკოსებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალი ექსპერტის აზრით, "ოსკარის" პრეტენდენტია.

BBС-ის ვერსიით 2010 წლის საუკეთესო ფილმების ტოპ-ათეული ასე გამოყურება:

1. "სოციალური ქსელი" (The Social Network), რეჟ. დევიდ ფინჩერი (David Fincher);

2. "მეფის სიტყვა!" (The King"s Speech), რეჟ. ტომ ჰუპერი (Tom Hooper);

3. "მე სიყვარული ვარ!" (Io sono l"amore), რეჟ. ლუკა გუადანინო (Luca Guadagnino);

4. "სხვა წელი" (Another Year), რეჟ. მაიკლ ლი (Mike Leigh);

5. "ზამთრის ძვალი" (Winter"s Bone), რეჟ. დებრა გრანიკი (Debra Granik);

6. "დასაბამი" (Inception), რეჟ. კრისტოფერ ნოლანი (Christopher Nolan);

7. "შავი გედი" (Black Swan), რეჟ. დარენ არონოფსკი (Darren Aronofsky);

8. "სათამაშოების ისტორია 3" (Toy Story 3), რეჟ. ლი ანკრიჩი (Lee Unkrich);

9. "რკინის თავშეკავებულობა" (True Grit), რეჟ. ჯოელ და იტან კოელები (Joel Coen, Ethan Coen);

10. "უსარგებლო ნივთები" (Please Give), რეჟ. კეტრინ კინერი (Catherine Keener).

მომზადებულია bbc-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება