გებელსის დაკვეთით 3D ფილმებს იღებდნენ

გებელსის დაკვეთით 3D ფილმებს იღებდნენ

ავსტრალიელმა რეჟისორმა ფილიპ მორამ (Philippe Mora) ბერლინის არქივში 1936 წელს გადაღებული ორი ფილმი აღმოაჩინა. ფილმები 3D ტექნოლოგიითაა შექმნილი. სურათი 35 მმ-იან ფირზეა გადაღებული და, როგორც ჩანს, ორი ობიექტივით, რომელთა წინაც პრიზმას ამაგრებდნენ. ფილმები პროპაგანდის სამინისტროს დაკვეთით, ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა სტუდიამ გადაიღო. პროპაგანდის სამინისტროს გებელსი ხელმძღვანელობდა.

ორივე სურათი დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდება. ერთ-ერთი ფილმი მიუზიკლია, სადაც მოქმედება ქალაქგარეთ მოწყობილ პიკნიკზე ვითარდება. ამ ფილმში ყველაზე ეფექტური სცენაა, როცა შემწვარი ძეხვის ცხიმიანი შხეფები მაყურებლების მიმართულებით ეცემა. მეორე ფილმი ექვსი მეგობრის გართობაზე მოგვითხრობს. რეჟისორმა განმარტა, რომ ყველა დოკუმენტებში ფილმები მოხსენიებული იყო, როგორც ”სივრცობრივი”, სწორედ ამიტომ ვერავინ მიხვდა, რომ ფილმები 3D ტექნოლოგიით იყო გადაღებული. აქამდე მიიჩნეოდა, რომ 3D ფილმების გადაღება ჰოლივუდში 1950-იან წლებში დაიწყეს. 

ფილმების ხარისხი გამაოგნებელია, - აღფრთოვანებულია მორა. რეჟისორი ამჟამად მესამე რაიხის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს. ის ამტკიცებს, რომ გერმანულ არქივებში კიდევ ბევრი 3D მასალა ინახება. რეჟისორი ამ ფილმების მოძიებას გეგმავს.

მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება