ჰოლივუდის პროდიუსერმა გრემ კინგმა განაცხადა, რომ თამაშის - "ლარა კროფტის" გადაღების უფლება შეისყიდა. თამაშის მიხედვით გადაღებული ორი ფილმი უკვე არსებობს. ორივე სათავგადასავლო თრილერში მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.
ანჯელინას ფილმის მესამე ნაწილშიც შესთავაზეს გადაღება, მაგრამ მან უარი განაცხადა. მსახიობის თქმით, ის ლარა კროფტის ისტორიის გაგრძელებაში ვერავითარ აზრს ვერ ხედავს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის მესამე ნაწილში ანჯელინა ჯოლის "ტრანსფორმერების" ვარსკვლავი - მეგან ფოქსი შეცვლის.
მომზადებულია www.cosmo.ru-ს მიხედვით.