ლინდსი ლოჰანი სასმელს თავს ვერ ანებებს

ლინდსი ლოჰანი სასმელს თავს ვერ ანებებს

ლინდსი ლოჰანს (Lindsey Lohan) სასმელზე თავის დანებება უჭირს. გუშინ მსახიობი ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში ჩაფრინდა და მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბში დათვრა.

კლუბიდან გამოსვლისას ლოჰანი წაიქცა და ისტერიკულად იცინოდა. ამ სანახაობამ მისი მეგობრებიც გაართო და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიხმარება არც უცდიათ. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთმა ხელი გაუწოდა და ლინდსიმ წამოდგომა მოახერხა. 

ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ჰქონდათ ამ ინციდენტზე სამართალდამცველებს, ლინდსის ალკოჰოლის მიღება გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე ეკრძალება.

საზოგადოებას კი მსახიობის საქციელმა კვლავ იმედი გაუცრუა: ლინდსი ლოჰანი პირობას დებდა, რომ გამოსწორდებოდა, იაპონიის დასახმარებელ აქციაშიც ჩაეწერა, მაგრამ, როგორც ჩანს, მას თავის გაკონტროლება ჯერჯერობით არ შეუძლია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება