დღეს ლონდონში ერთ-ერთი საფეხბურთო სტადიონის მახლობლად მაიკლ ჯექსონის ძეგლი დადგეს. ძეგლის დადგმის ინიციატორი ეგვიპტელი მილიარდერი მუჰამედ ალ-ფაედია.
ბრიტანული საფეხბურთო კლუბ "ფულჰემის" მფლობელი მუჰამედ ალ-ფაედი მაიკლ ჯექსონის ახლო მეგობარი იყო და უკვე დიდი ხანია, მისთვის პატივის მიგებას ამ გზით აპირებდა.
მომღერლის ძეგლი "soccer stadium"-ის მახლობლად დადგეს.
როგორც ცნობილია, ”ფულჰემის” ბევრი გულშემატკივარი ეგვიპტელი მილიარდელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მათი აზრით, ჯექსონი ”ფულჰემის” მატჩზე მხოლოდ ერთხელ იყო. ”რა კავშირი აქვს ამ ძეგლს ფეხბურთთან, გაუგებარია”, - აღნიშნავენ გულშემატკივრები.
მომზადებულია tmz.com-ის მიხედვით.