"აგვისტოს 5 დღის" მსოფლიო პრემიერა დღეს ვალენსიის კინოფესტივალზე გაიმართება

"აგვისტოს 5 დღის" მსოფლიო პრემიერა დღეს ვალენსიის კინოფესტივალზე გაიმართება

საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შესახებ რეჟისორ რენე ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმის "აგვისტოს 5 დღე" მსოფლიო პრემიერა დღეს ვალენსიის კინოფესტივალზე გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცნობეს, პრემიერას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია, რეჟისორი რენე ჰარლინი, მუსიკოსი ნიკა მემანიშვილი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე დაესწრებიან. ფილმს ვალენსიის ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ.

ჯერ კიდევ ფილმზე მუშაობის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერა 2010 წლის მაისში უნდა შემდგარიყო. მეორე ვერსიით, ფილმის პირველი საჯარო ჩვენება 8 აგვისტოს უნდა გამართულიყო. რენე ჰარლინის ფილმი საქართველო-რუსეთის ომს ეძღვნება. ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები რუპერტ ფრენდი, ველ კილმერი, ენდი გარსია, დინ კეინი და სხვები ასრულებენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება