დაიანა როსი ჯექსონის ბავშვების მეურვედ დანიშნეს

დაიანა როსი ჯექსონის ბავშვების მეურვედ დანიშნეს

მომღერალი დაიანა როსი გარდაცვლილი პოპ-ვარსკვლავის, მაიკლ ჯექსონის ბავშვების მეორე მეურვედ დანიშნეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ პირველი მეურვე, ვარსკვლავის დედა კეტრინ ჯექსონი უკვე ძალიან მოხუცია (მაისში ის 81 წლის გახდება).

ჯექსონების ოჯახთან დაახლოებული პირის თქმით, მომღერალმა გარდაცვალების შემთხვევაში, მეორე მეურვის სახით დაიანა როსი დაასახელა.

"ბავშვების აღზრდას მაიკლი დედამის კეტრინის გარდა, სხვას ვერავის ანდობდა. მას დაიანა ძალიან უყვარდა და ამ როლისთვის სწორედ ის შეარჩია", - საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს პორტალი Radaronline.com.

"კეტრინი ძალიან მოსიყვარულე ბებიაა, - აცხადებს წყარო, - მაგრამ მეურვეობისთვის უკვე ძალიან მოხუცია".

თავად დაიანა როსს ხუთი შვილი ჰყავს და კიდევ სამის დამატებას არ ჩქარობს. როგორც თავად მომღერალი აცხადებს, თუ საჭირო იქნება, ის მზადაა ბავშვებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.

პირველი ვაჟი - პრინს მაიკლ ჯოზეფ ჯექსონ უფროსი და ქალიშვილი პერის-მაიკლ კეტრინი მაიკლ ჯექსონს მეორე ცოლმა, დები როიმ გაუჩინა. მესამე ბავშვი - პრინს მაიკლ ჯექსონ მეორე კი სუროგატმა დედამ გააჩინა, რომლის ვინაობაც უცნობია.

მომზადებულია Radaronline.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება